A E

კა კვ კი კლ კო კრ
კათ კალ კამ კან კაპ კარ კას კატ კაუ

კათარზისის მეთოდი

Gk. katharsis განწმენდა

ფსიქოთერაპიაში ნევროზის მკურნალობის მეთოდი /ი. ბროიერი, ზ. ფრეიდი/. მდგომარეობს შემდეგში: მკურნალი ექიმი მას შემდეგ, რაც დაადგენს ავად-ის გამომწვევ მიზეზს /განდევნილ განცდას, კომპლექსს, უცნობიერებს ავად-ს ამ დაფარული განცდის შინაარს და არწმუნებს, რომ მისი დაავადების მიზეზი ეს წინანდელი განცდაა, რ-იც ამჟამად მის მიერ დავიწყებულია, მაგრამ ამ განცდის შინაარსი ქვეცნობიერში განაგრძობს არსებობას და იქიდან აწუხებს მას. ამ განცდის გახსენების და ცნობიერებაში მისი ამოყვანის შედეგად ავად. კვლავ განიცდის მას. ამ ხელახალი განცდის შედეგად ავად. განიტვირთება მისგან /იწმინდება/, მტკივნეული განცდა კარგავს თავის ძალას და ავადა. განიკურნება. ამ კონცეფციის თანახმად კა ნიშნავს არაცნობიერი ტრავმული განცდის კვლავ განცდას. ფროიდამდე კ-ის გამოსაწვევად ჰიპნოზის მეთოდი იყო მიღებული, ავად-ს ჰიპნოზური ძილის მდგომარეობაში განაცდევინებდნენ არაცნობიერად ქცეულ ფს- კურ ტრავმას ჰიპნოტიზიორის ბრძანებით. .

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-97899414826.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9