![]() |
![]() | |
ფს-გიაში ბავშვის კელევის ერთ-ერთი მეთოდი; დაამუშავა და ბავშვის ფს-გიაში შემოიტანა ჟ. პიაჟემ, რ-იც ამ მეთოდით იკვლევდა ბავშვის აზროვნებას და წარმოდგენას ეს იმაში მდგომარეობს, რომ გარკვეული კითხვების დასმით და საუბრით გროვდება მასალა მკვლევარისთვის საინტერესო საკითხზე. საუბარი ბ-ვთან სტიქიურ ხასიათს არ ატარებს: მკვლევარი წინასწარ ამუშავებს საუბრის გეგმას. უსვამს ბ–ვს იმ პრობლემის შესაფერის კითხვებს, რ-იც მის წინაშე დგას და ბ-ვის პასუხების შესატყვისად აგრძელებს საუბარს, ცდილობს ისე წარმართოს საუბარი, ისეთი კითხვები დაუსვას, რომ ძირითად საკვლევ პრობლემას არ დაშორდეს. კ. ს. მ–ს საშუალო ადგილი უჭირავს ექსპერ-სა და დაკვირვებას შორის. მისი გამოყენება შესაძლებელი ხდება ბ-ვის განვითარების იმ პერიოდიდან, როცა ბ-ვი მეტყველებას დაეუფლება, /3—4 წ./. კ. ს. მ. გამოიყენება ბ-ვის წარმოდგენის, აზროვნების და მსოფლმხედველობის კვლევის მიზნით. ამ მეთოდით შეგროვებული მასალის დამუშავება–ანალიზს პიაჟე რიგ მოთხოვნებს უყენებს. მათგან მთავარია:
1 ერთი და იმავე ასაკის ბავშვთა ჩვევების ერთნაირობა.
2 . ასაკის ზრდის კვალობაზე ბავშვის აზროვნების ევოლუციის ხაზის გამოვლენა.
3. შთაგონების თავიდან აცილება. კ. ს. მ–ს ფსიქიატ-ში იყენებენ ავად–ის შესწავლისა და დიაგნოზის დადგენის მიზნითაც.
![]() | Top 10 • Feedback • Login | ![]() |
© 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |