დ. უზნაძის თეორია ად–ნის განვითარების ფაქტორების შესახებ. მისი აზრით, არც ემპირიზმია სწორი, რ-იც გულისხმობს, რომ განვითარებაში ყველაფერი შეძენილია, არც ნატივიზმია სწორი, რ-ის თანახმად მხოლოდ მემკვიდრეობა განსაზღვრავს განვითარებას და, არც ვ. შტერნის თეორია ამ ორი ფაქტორის – მემკვიდრეობისა და გარეკონვერგენციისა. სამთავე შემთხვევაში შინაგანი და გარეგანი ნაგულისხმევია რ–რც ურთიერთისაგან სრულიად დამოუკიდებელი ფაქტორები, და გაუგებარია თუ რ–რ ხვდება მემკვიდრეობას — შინაგან ფაქ- ტორს–მისი შესატყვისი გარეგანი პირობა.
დ. უზნაძის კ. თ. გულისხმობს, რომ განვითარებას შინაგანი და გარეგანი ფაქტორების ერთიანობა განსაზღვრავს, რაც იმას ნიშნავს, რო ყოველ შინაგანში, მემკვიდრეობითში ის გარემოცაა ნაგულისხმევი, რომელშიც მას შეუძლია განვითარდეს. ცალკე არსებობა განვითარების არც ერთ ფაქტორს არ შეუძლია. „ყოველ ცოცხალ ორგანიზმში იმთავითვე მოცემულია, რ-რც მისი შინაგანი ძალა, ისე, ის გარეპირობაც, რ-აც ეს ძალა გულისხმობს, მაგრამ აქტუალურად არც ძალაა მოცემული და არც გარეპირობა, ერთიც და მეორეც პოტენციალობის სახით არსებობს“ /დ. უზნაძე/. ამ თეორიის მიხედვით, განვითარება უზრუნველყოფილია მხოლოდ მაშინ, როცა ყოველ შინაგანზე, მემკვიდრეობით მოცემულზე ვიმოქმედებთ მისთვის შესატყვისი გარემო პირობებით.