ლ. ლევი — ბრიულის მიერ შემოტანილი ცნება; გულისხმობს კოლექტიური შემოქმედების საფუძველზე დადგენილ წარმოდგენას. დამახ. განვითარების დაბალ საფეხურზე მდგომი პრიმიტიული ად-ნის აზროვნებისათვის. კ. წ. ად-ნის ინდივიდლურ ცხოვრებაში შეძენილი წარმოდგენა არ არის: იგი არაა ამჟამად ხილული საგნის აღქმით მიღებული ხატი, რ-რც ჩვეულებრივ ყოველ ადამიანს უმუშავდება.
კ. წ. კოლექტიური შემოქმედებითაა შექმნილი და შთამომავლობისათვის გადმოცემულია იმ შინაარსით, რა შინაარსითაც ჩამოყალიბდა იგი. თაობათა სოციალურ გამოცდილებაში.
კ. წ–ნის საგნობრივ შინაარსს თან ერთვის, ლევი–ბრიულის მიხედვით, ად–ნის ემოციურ–აფექტური და მოტორულ-ვოლიტიური განცდები; კ. წ-ით საგანი შეიცავს მისტიკურ ძალას, სულს, რ-იც ერევა ად-ნის მოქმედებაში /ხელს უწყობს ან აფერხებს/ და განსაზღვრავს მის ბედს. კ. წ-ში ასახული საგანი, პრიმიტიული ად-ნისათვის იმედისა და შიშის წყაროა. ცხოველთა და მცენარეთა სამყარო ასეთი სულებითაა დასახლებული აგრეთვე მთელი არაორგანული გარემოცვაც – მნათობები, ჰაერი ქარი, ელვა-ქუხილი, წყალი, მთა და ყველაფერი სხვაც, თვით ად-ნის ხელით გაკეთებული საგანიც კი სულის საბუდარია. კ. წ-ის საფუძველზეა წარმოქმნილი მითები, თქმულებები, რელიგია, შექმნილია ღმერთები და დემონები, ჩამოყალიბებულია რიტუალები, ტოტემი და ტაბუ. კ. წ-ნის საფუძველზეა მოწესრიგებული პრიმიტიული ად-ნის ცხოვრების მთელი შინაარსი, მისი მაგიური აზროვნება და მოქმედება. /იხ. მაგიური აზროვნება, ტაბუ/.