A E

კა კვ კი კლ კო კრ
კოგ კოი კოლ კომ კონ კორ კოჰ

კომპენსაცია

L. compēnsātio ანაზღაურება

ბიოლ-ში ცოცხალი არსების რ-იმე ფუნქციის ძლიერი განვითარება სხვა ფუნქციის დაკარგვის ან ამოვარდნის გამო. მაგ., უსინათლოს, იმის გამო, რომ იგი ვერ ხედავს, უფრო მეტად უვითარდება გარემოსთან დამოკიდებულებაში შეხებით–ტაქტილური შეგრძნება. მხედველობის არქონა ნაწილობრივ ანაზღაურებულია, „კომპენსირებულია“ შეხებით–ტაქტილური მგრძნობელობით. ასეთივე კომპენსატორული მნიშვნელობა აქვს უსინათლობის შემთხვევაში. ვიბრაციის შეგრძნებას.

ფსიქო-ფიზიოლ-ში თავის ტვინის დაზიანებული ადგილის ფუნქციის შესრულება მასთან ახლო მდებარე, მონათესავე ადგილის მიერ. პირველად ამ ფაქტზე მიუთითა ვ. ვუნდტმა.

ალფრედ ადლერის კონცეფციით /იხ. ინდივიდუალფსიქოლოგია/, პიროვნების საკუთარი ნაკლოვანების ანუ ნაკლები ღირებულების განცდა წარმოშობს ისეთ ქცევას, რ-იც ამ განცდის კ–ს მოახდენს, დაფარავს. მაგ., საკუთარი შინაგანი უძლურების განცდა ბადებს ძალაუფლების დაპყრობის, სხვისი დამორჩილების სურვილს და მისწრაფებას. ამით სუბ. არწმუნებს საკუთარ თავს, რომ ის ძლიერია და უნაკლო, ახდენს საკუთარი პიროვნების არასრულფასოვნების კ-ას.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-978994148269.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9