A E

კა კვ კი კლ კო კრ
კოგ კოი კოლ კომ კონ კორ კოჰ

კომპლექსი

L. complexus შეკავშირება

ზ. ფროიდის მიერ შემოტანილი ცნება ფსიქოანალიზში. მისი თეორიის მიხედვით წარმოადგენს „ზე–მე“-სთვის მიუღებელ უსიამოვნო აფექტით შეკავშირებულ წარმოდგენათა ერთობლიობას, რ-იც ცნობიერებასთან შეუთავსებლობისა და თავისი უსიამოვნო ხასიათის გამო იდევნება ცნობიერებიდან და არაცნო- ბიერი ხდება. /იხ. განდევნილი, განცდა/. სწორედ ერთ კ-ში შეკავშირებულ წარმოდგენათა სახით. კ. განაგრძობს არსებობას „იგი“ ფენაში, რ- რც ერთი მთლიანი. აქედან ზემოქმედებს ცნობიერების შინაარსზე და განსაზღვრავს მის მიმდინარეობას. კ-ის ფარული, გაუცნობიერებელი ზემოქმედება, რ-აც სუბ. კონტროლს ვერ უწევს, ქმნის სუბ-ში არანორმალურ მდგომარეობას, რაც ნევროზულ დაავადებათა მიზეზი ხდება /ისტერია, ნევროზები, აკვიატებული იდეები/. ფსიქოანალიზის ამოცანაა მიაგნოს წარმოდგენათა ამ კ-ს, ამოიყვანოს იგი ცნობიერების ველზე, გაუცნობიეროს ავად-ს და გაათავისუფლოს ის მისგან /იხ. კათარზისის მეთოდი/.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-978994148269.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9