A E

კა კვ კი კლ კო კრ
კოგ კოი კოლ კომ კონ კორ კოჰ

კომპლიკაცია

L. complicāre დამთხვევა

ფსიქ-გიაში: ორი სხვადასხვა გრძნობითი სფეროს /მოდალობის/ წარმოდგენათა დაკავშირება. როგორც მეთოდი გამოიყენება „პიროვნული განტოლების“ დადგენის მიზნით. ც. პ-ს ეძლევა ორი სხვადასხვა გამღიზიანებელი, მაგ., უნდა დააკვირდეს საათის ისრის მოძრაობას და, როცა გაიგონებს აკუსტიკურ სიგნალს, ზუსტად აღნიშნოს საათის ისრის ადგილმდებარეობა /რუპის კომპლიკაციური საათი/. ირკვევა, რომ ზოგი სუბიექტი ზარის ხმაზე ისრის ადგილმდებარეობას უფრო ადრე აღნიშნავს და ზოგი უფრო გვიან, ნამდვილ ვითარებასთან შედარებით. /იხ. პიროვნული განტოლება/.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-978994148269.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9