L. con —თან და variatio ცვლილება /ფს-გია-ში – რაიმე ნიშნის ცვალებადობა პირობის ცვლილებასთან ერთად. მაგ., ცნების შინაარსი ბავშვობის ასაკში იცვლება ბავშვის განვითარების პერიოდის ცვლილებასთან ერთად, წარმოდგენათა მარაგი და სხვა ფს-კური პროცესები იცვლება ასაკის ზრდასთან ერთად. მეხსიერების მიღწევები /დამახსოვრება/ იცვლება დაღლილობა-დასვენების პირობების ცვლილებასთან ერთად. კ-ის ცნება დიფერენციულ ფს-გიაში დაამუშავა ვ. შტერნმა მისი აზრით, კ. უნდა განვასხვავოთ კორელაციისაგან, ვინაიდან შეიძლება რაიმე მოვლენათა შორის კორელაცია ერთი სახისა იყოს, ხოლო კ. სულ სხვა სახისა. უნდა აღინიშნოს, რომ კ-ასა და კორელაციას შორის განსხვავების დასაბუთება ვ. შტერნს მოცემული არა აქვს.
Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-978994148269.