L. constans მუდმივი, უცვლელი უცვლელობა, სიმყარე, გარკვეული დროის განმავლობაში ერთსა და იმავე მდგომარეობაში დარჩენა. ფს–გიაში ცნობილია აღქმის კ. /აღქმაში საგნის ფერის, ფორმის და სიდიდის უცვლელობა/, განწყობის კ. /დ. უზნაძე/ განწყობის მოქმედების უცვლელობა დროის გარკვეულ პერიოდში. /იხ. განწყობის ინდივიდუალურ–დიფერენციული ხასიათი/.
Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-978994148269.