A E

კა კვ კი კლ კო კრ
კოგ კოი კოლ კომ კონ კორ კოჰ

კონსტიტუცია

L. constitutio დადგინება–აგებულება

ფს-გია- ში – ად-ნის ფიზ. ორგანიზმის /სხეულის/ აგებულებისა და ფს-კურ თავისებურებათა /თვისებათა, ნიშანთა/ ერთობლიობა; მემკვიდრეობით მიღებული ყველა ფსიქო-ფიზ. ნიშნების–გენოტიპის და გარემოს ზეგავლენით შეძენილ ყველა თვისებათა –ფენოტიპის ერთიანობა. ორგანიზმის ფიზ. აგებულებაში შედის ანატომიურ-მორფოლოგიური, ფიზიოლ–სეკრეტორული და ბიოქიმიური სისტემები; ფს-კურ აგებულებაში შედის პიროვნების ტემპერამენტი, ხასიათი, ყველა ფს-კური ნიშან-თვისება და დისპოზიციები. ყოველი ად-ნი საკუთრივ მისთვის დამახ. კ-ის ტიპს წარმოადგენს, რ-იც მთელი სიცოცხლის მანძილზე ძირითადად უცვლელი რჩება. კ. განსაზღვრავს შექმნილ სიტუაციაზე ად-ნის რეაგირების ფორმას, იგი მისი სასიცოცხლო უნარიანობის გამომხატველია ად-ნის ორგანიზმის მიდრეკილება გარკვეული დაავადებისადმი, ისე, როგორც წინააღმდეგობის გაწევის უნარი და ბრძოლა ავად–ობასთან, რ-რც ვარაუდობენ, კ-ითაც არის განსაზღვრული. კ-ზეა დამოკიდებული აგრეთვე ად-ნის აქტივობა, ემოციურ–გრძნობითი დამოკიდებულება გარემოსთან და ტემპერამენტის სახეები. ამდენად კ. ფუნქცური ანუ ახსნითი ცნებაა.

კ. ფიზიკურ-ფიზიოლოგიურად და ფს-კურად იმდენად რთულ, თავისებურ და მრავალ ორგანოთა და სისტემათა შემადგენლობაა, რომ ყველა მათი წვდომა და ერთ მთლიანობაში გათვალისწინება დიდ სირთულეს შეიცავს. მაგრამ მაინც კ-ის დადგენის ცდები, სხეულის აგებულების საფუძველზე არაერთია ცნობილი, მაგ.,/1877/, ფ. ბენეკესი /1878/, კ. ზიგოსი /1908/, ე. კრეჩმერის /1921/. დავენპორტის /1923/, ვ. შელდონის /1940/, კ. კონრადის /1941 / და სხვათა.

ად-ნის კ-ის განვითარება არ არის მარტო ბიოლოგიური ფაქტორებით /მემკვიდრეობით მიღებული მონაცემებით/ განსაზღვრული; მის განვითარებაში სოციალურ ფაქტორსაც ენიჭება განმსაზღვრელი მნიშვნელობა. მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ კ. არის სუბ-ის, რ¬რც მემკვიდრეობით მიღებულ, ისე განვითარების პერიოდში შეძენილ ყველა ფსიქო-ფიზ. ნიშან– თვისებათა ერთობლიობა. /იხ. სხეულის აგებულების ტიპები/.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-978994148269.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9