A E

კა კვ კი კლ კო კრ
კოგ კოი კოლ კომ კონ კორ კოჰ

კონტრასტი

Fr. contraste დაპირისპირება

ფს-გიაში: ორი ერთი და იმავე მოდალობის, მაგრამ ინტენსივობით ან სიდიდით განსხვავებული გამღიზიანებლის არასწორი აღქმა, ე. ი. მათ შორის არსებული სხვაობის უფრო დიდ სხვაობად განცდა, ვიდრე ის ობიექტურად არის. მაგ., ორი წრე – პატარა და დიდი – უფრო განსხვავებულად გვეჩვენება /პატა- რა უფრო პატარად და დიდი უფრო დიდად/, ვიდრე ისინი არიან სინამდვილეში; ან, როცა თბილი ოთახიდან ცივ ოთახში გადავდივართ, ცივი უფრო ცივად გვეჩვენება, ვიდრე სინამდვილეშია. კ-ს ადგილი აქვს აგრეთვე ფერთა შეგრძნებებშიც (იხ. ფერთა კონტრასტი).

დადგენილია კ-ის შემდეგი კანონები:

1 გამღიზიანებელთა კონტრასტული ურთიერთზემოქმედება იზრდება მათ შორის არსებული განსხვავების მომატების კვალობაზე.

2. რამდენადაც ახლოა ურთიერთთან მხედველობის ველში ფერითი გამღიზიანებლები, იმდენად უფრო ძლიერია კ.

3. ურთიერთის მეზობლად მდებარე ფერების კიდეებზე კ. უფრო ძლიერია, ვიდრე დაშორებულ ადგილებზე /იხ. კიდეების კონტრასტი/

კ. ორგვარია: თანამიმდევრული ანუ სუქსესიური და ერთდროული ანუ სიმულტანური. თანამიმდევრულია კ., როცა სუბ–ზე გამღიზიანებლები დროში თანამიმდევრულად მოქმედებენ, სიმულტანურია კ. მაშინ, როცა გამღიზიანებლები ერთდროულად მოქმედებენ. ტერ. კ. ერო-ერთი ძირითადი ცნებაა დ. უზნაძის განწყობის თეორიაში. კ-ის საწინ. ფს-გიაში ასიმილაციაა, /იხ. ასიმილაცია/.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-978994148269.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9