A E

კა კვ კი კლ კო კრ
კოგ კოი კოლ კომ კონ კორ კოჰ

კონფლიქტი

L. conflictus შეტაკება

ბრძოლა მოქმედების მოტივთა შორის. არსებითად დამახ-ა და სპეციფიკურია ად-ნისათვის /თუმ- ცა, რაღაც კონფლიქტის მსგავსი ცხოველებთანაც შეიძლება მოინახოს/. აღსანიშნავია კ-ის ორი სახე : გარეგანი და შინაგანი. გარეგანია კ., როცა მოცემული ობიექტური სიტუაცია ად-ნს არ აძლევს საშუალებას დააკმაყოფილოს თავისი მოთხოვნილება. მაშინ მისი დამოკიდებულება ამ სიტუაციასთან კ-ური ხდება, ე. ი. იგი ვერ ურიგდება სიტუაციას, რ-იც მის მოთხოვნილებას ვერ აკმაყოფილებს და მისდამი საწინააღმდეგოდ განეწყობა. შინაგანი, სუბ–ური კ. წარმოიშობა თანაბრაღ ღირებულ სამოქმედო მო- ტივთა ბრძოლის საფუძველზე. სუბ. ვერ წყვეტს, თუ რ-ელ მოტივს მისცეს უპირატესობა და რ-ორ იმოქმედოს. ასეთ შემთხვევაში წინააღმდეგობა თვით მოტივთა შორის არსებობს და არა მოტივსა და ობიექტურ სიტუაციას შორის. ორსავე შემთხვევაში თვით კ. რ-რც ფენომენი, ისეთი ფს-კური მდგომარეობაა, რ-იც უსიამოვნო ემოციებით არის აღბეჭდილი, ად-ის ცხოვრებაში კ., რ-რც ფს-კური მდგომარეობა ნორმალური მოვლენაა. ყოველ ად-ნს შეიძლება შეექმნას კონფლიქტური ობიექტური სიტუაცია ისე, რ-რც ყოველმა ად-ნმა შეიძლება ვერ შეძლოს გადაწყვეტილების გამოტანა სამოქმედო მოტივთა სიმრავლის პირობებში. მაგრამ ად-ნი, ჩვეულებრივ, გამოდის ამ მდგომარეობიდან; ამუშავებს შექმნილ პირობებთან შემარიგებელ მოდუსს და სძლევს კ–ს. ხოლო თუ სუბ. ვერ გამოვიდა ასეთი მდგომარეობიდან და კ. ქრონიკული გახდა, მაშინ შეიძლება მან პათოლიგიური ხასიათი მიიღოს და ნევროზის გამომწვევი მიზეზი გახდეს. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ არიან კონფლიქტისადმი ბუნებრივად მიდრეკილი ად-ნები. ამ მხრივ განასხვავებენ ორ ტიპოლოგიურ ჯგუფს: პირველნი კ-ში მოდიან ისეთ პირობებთან, რ–ებთანაც მეორენი ნეიტრალურ ანუ ჰარმონიულ მდგომარეობას ამყარებენ. პირველს კ–ურ პიროვნებებს უწოდებენ, მეორეს–ჰარმონიულს /ვლ. ნორაკიძე/.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-978994148269.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9