ფიზიოლ. თავის ტვინის აგზნების /ირადიაციის შეკავება, გარკვეულ ფარგლებში მისი გაუვრცელებლობა მოცემული რეფლექსური ცენტრის გარეთ. პავლოვის მოძღვრებით, აგზნების კ. პირობითი რეფლექსის დიფერენციას უდევს საფუძვლად.
ფს-გიაში ნიშნავს ყურადღების შეჩერებას გარკვეულ საკითხზე, საგანზე, მისი გაცნობის ან შესწავლის მიზნით. ყურადღების ამ თვისებიდან, ე. ი. კ−ციიდან არის დამოკიდებული ერთი საგნის გამოყოფა სხვა საგნებისაგან და ცნობიერების ხედვის ნათელ ველში მისი დაყენება. ყურადღების კ-ის გარეშე არც აქტიური აღქმაა შესაძლებელი და არც აზროვნების ან ვოლიტური აქტების წარმართვა. ყურადღების კ–ას გარკვეული წეს-ზომიერი მიმდინარეობა ახასიათებს. ყურადღების კ–ციის საკითხი მნიშვნელოვანი პედ-ური პრობლემაა, მას აინტერესებს, თუ რა ხერხებს უნდა მიმართოს პედაგოგმა, რომ ბავშვის ყურადღების კ. გარკვეულ საკითხზე უზრუნველყოს /იხ. ყურადღება, ირადიაცია/.