ურთიერთდამოკიდებულება, შეფარდება/ ორ ან მეტ ნიშანთა შორის მიმართება, კავშირი, დამოკიდებულება. ფს-გიაში ორი ან რამდენიმე ფს-კური მოვლენის ურთიერთკავშირი, მაგ., მათემატიკური ნიჭის კავშირი მუსიკალურ ნიჭთან, ან ზოგადი გონიერების კავშირი მეხსიერების უნართან, – გამორიცხავენ ესენი ერთმანეთს, თუ ურთიერთზე არიან დამოკიდებულნი, ე. ი. სადაც ერთი მათგანია, იგულისხმება თუ არა იქ მეორის მოქმედება. ვ. შტერნის აზრით, კ. ფს-გი-აში ემყარება ფს-კურ ნიშანთა შესაძლებელ თანაარსებობას, ამ შესაძლებელი თანაარსებობის ალბათობის ხარისხს. ზემოთ მოყვანილ მაგალითებში კ-ას აინტერესებს, გულისხმობს თუ არა მათემატიკური ნიჭი მუსიკალური ნიჭის თანაარსებობას და რა ხარისხით, ცვლილებები ერთში იწვევს არა შესატყვის რეზონანსს მეორეში? ზუსტ მეცნიერებებში /მაგ., ფიზიკაში, ელემენტთა თანაარსებობა ყოველთვის ერთმნიშვნელოვანია: ის ან არის მოცემული, ან არ არის. ფს–გიაში მდგომარეობა სხვაგვარია: აქ „ელემენტები “ შერწყმულია ერთ მთლიანობაში და წმინდა სახით მათ არსებობაზე ლაპარაკი მხოლოდ აბსტრ-ის შედეგად თუ შეიძლება! ამიტომ ფს–გიაში ფს–კურ მოვლენათა შორის ერთმნიშვნელოვანი კავშირი არ არსებობს. აქ პრობლემა ასე დგას: რა შესაძლებელი ხარისხითაა მოცემული ნიშანთა ან ფუნქციათა ურთიერთდამოკიდებულება? კ. სწორედ ურთიერთდამოკიდებულების იმ შესაძლებელ ხარისხს იკვლევს, რ-იც კ-ის კოეფიციენტით გამოიხატება. არსებობს კ-ის კოეფიციენტის გამოანგარიშების გარკვეული სტატისტიკური მეთოდი /კ-ის კოეფიციენტის ფორმულა დაამუშავეს ტ. პირსონმა, და ჩ. სპირმენმა. კ-ის კოეფიციენტი ვარიაბილობის 0-დან /კ. არ არის/ 1 მდე /არის სრული დადებითი კორელაცია/, მეორე მხრივ; 0-დან /კ. არ არის/ -1 - მდე, / ე. ი. კორელაცია უარყოფითია/. შტერნის აზრით, როცა კ-ის ორივე ნიშანი ფს-კური ბუნებისაა, კ. წმინდა ფს-გიურია, თუ ერთი ნიშანი ფს-კურია და მეორე ობიექტური სამყაროდანაა აღებული, მაშინ კ. ფსიქოფიზიკურია, მაგ., თავის ქალას, ან ტვინის სიდიდე და ზოგადად-გონიერება; „ ფსიქობიოლოგიურია კ. ასაკსა და რაიმე ფს-კურ ფუნქციას შორის, /ვთქვათ, მეხსიერებასთან/. ფსიქოსოციალურია – მაგ., სოც. ეკონომიკურ პირობებსა და ბოროტმოქმედებისადმი მიდრეკილებას შორის. კ-იის მეთოდი ფართოდ გამოიყენება დიფერენციულ ფს-გიაში.