მძიმე ფორმის გონებრივი და ფიზ. განუვითარებლობა. დაკავშირებულია ენდოკრინული სისტემის მოშლილობასთან, კერძოდ ფარისებრი ჯირკელის ატროფიასთან, ავად-ფობა ადრეული ბ-ობიდან იწყება. შეიძლება ბ-ვის „ დედის მუცლად ყოფნის“ პერიოდიდანაც კი. კ-ნის გონებრივი განვითარება იმბეცილის დონეზე ზევით არ ადის, ხშირად იდიოტის საფეხურამდე ეშვება. ფიზ. ზრდა შეჩერებულია, კ-ნები, ჩვეულებრიე, ჩია ტანისანი არიან, აგებულებით მახინჯები, არაპროპორციული მოკლე კიდურებით, თავის ქალა განუვითარებელია, სმენა, მეტყველება დეფექტური, დანაწევრებული, მეტყველება მოშლილი აქვთ, ხშირია ყრუ-მუნჯობა. სწავლა დამხმარე სკოლაშიც კი არ შეუძლიათ.