ფს-გიის დარგი შეისწავლის ბოროტმოქმედის ფსიქიკას; არკვევს დანაშაულის ჩადენის მოტივებს, იკვლევს ბოროტმოქმედის პიროვნების ფორმირებას: თუ რა მიზეზები განაპირობებს მის ჩამოყალიბებას, შინაგანი /ენდოგენური/ და გარეგანი /ეგზოგენური/ ფაქტორების როლს ამ ფორმირებაში. განსაკუთრებული მნიშვ. ენიჭება მემკვიდრეობას, იმას თუ რამდენად დამძიმებულია ბოროტმოქმედების მემკვიდრეობა, აღინიშნება თუ არა მასში დაავადებანი - ფსიქოზები, ნარკომანია, ალკოჰოლიზმი, პროსტიტუცია და სხვა; რ- რია სოციალური წრე, მისი მორალური ზეგავლენა, ოჯახის ზნე-ჩვეულებები, შფოთი, გაყრა და სხვა.