A E

ლა ლე ლი ლო ლტ ლუ
ლაბ ლაი ლალ ლატ

ლაბირინთის მეთოდი

Gk. labyrinthos ლაბირინთი

ზოოფსიქ. - სწავლის უნარის კვლევის ერთ–ერთი მეთოდი ცხოველებთან. ამ მეთოდით კვლევის აპარატი წარმოადგენს ყუთს, რ–იც შეიცავს დახლართულ და ურთიერთისაგან გამოყოფილ მრგვალ გზას, რ-თაგან გარდა ერთისა ყველა ჩიხით მთავრდება. მხოლოდ ამ ერთი გზით შეიძლება მიაღწიო ადგილს, სადაც ცხოველისათვის საკვებია მოთავსებული ყუთს ერთი შესასვლელი აქვს. კვლევის ამოცანაა: დაადგინოს, შესძლებს თუ არა ცხოველი საკვებისკენ მიმავალი გზის მონახვას და გაუფიქსირდება თუ არა იგი მას საბოლოოდ გარკვეული ჩვევითი მოქმედების სახით. ცდები პირველად დაყენებული იყო ალბინოს ვირთაგვებზე ამერიკელ მკვლევარ ვ. ს. სმოლის მიერ, რ-მაც გამოიგონა აღწერილი აპარატი /1899/. ცდების მიმდინარეობა: ვირთაგვას უშვებენ ყუთში ერთადერთი შესასვლელი ადგილიდან და აკვირდებიან მის ქცევას, თუ რა გზებით გარბის იგი საკვებისაკენ. ირკვევა, რომ თავიდან ცხოველი სწორი გზით ვერ მიდის და მრავალჯერ ჩიხში ექცევა /ცდება/ და უკან ბრუნდება. იგი კვლავ იწყებს ახალი გზით საკვებისაკენ სვლას და ასე გრძელდება მანამ, სანამ იგი საკვებს შემთხვევით მიაგნებდეს. მაგრამ ასეთი ცდის რამდენჯერმე განმეორების შემდეგ ცხოველი სულ ნაკლებ შეცდომებს უშვებს და ბოლოს აღწევს ისეთ მდგომარეობას, რომ ყუთში შესვლისთანავე სწორი გზით გარბის საკვებისაკენ, ე. ი. მას შეუმუშავდა სწორი მოქმედების ჩვევა ცხოველმა დაისწავლა სიტუაციის შესაფერისი მოქმედება. ასეთი ჩვევის შემუშავების ფიზიოლ. მექანიზმი იგივეა, რაც პირობითი რეფლექსის მექანიზმი. ეს მეთოდი პოპულარული გახდა და სხვადასხვა ვარიაციით გამოყენებულ იქნა ბიჰევიორისტულ ფს-გიაში /ი. უოტსონი, ა. თორნდაიკი, ბ. სკინერი და სხვები/.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9