სექსუალური ლტოლვა, სურვილი, ძირითადი ცნებაა ზ. ფროიდის ფსიქოანალიზში.ფროიდის აზრით, სექსუალური ლტოლვა, ლ., წარმართავს ად-ის სულიერ ცხოვრებას, მის რ-რც ცნობიერ, ისე –არაცნობიერ მოქმედებას. მისი აზრით, ლ. თავს იჩენს არა მარტო სქესობრივი მოწიფულობის ხანაში, არამედ ადრეული ბ-ობის ასაკშიც და გარკვეულ ქცევაში ვლინდება, რ-ცაა მაგ., ძუძუს წოვა, პირში თითის დება, და ეროგენულ ზონებზე მოქმედება.
ფროიდთს თეორია ლ-ს დომინანტური ხასიათის შესახებ ად-ნის ცხოვრებაში, გაგებულ იქნა, რ–რც პანსექსუალიზმი, რ-ის თანახმად თითქოს ლ., სქესი საფუძვლად უდევს ად-ნის ყოველ ქცევას და მისი დაუკმაყოფილება სხვადასხვა ნევროზების მიზეზი ხდება. ფროიდის ეს შეხედულება ფართოდ იქნა გაკრიტიკებული თვით მისი მოწაფეების კარლ გ. იუნგისა და ა. ადლერის მიერ. მის ამ შეხედულებას არ დაეთანხმა მისი ქალიშვილიც, ა ფროიდი. ნაცვლად ლ–ს ცნებისა იუნგმა წამოაყენა შემცვლელი ცნება ფს-კური ენერგიისა, რ-იც, მისი აზრით, საფუძვლად უდევს მთელ ფს-კურ ცხოვრებას. ფს-კურ ენერგიაში იგი გულისხმობს სასიცოცხლო ენერგიას, ძალას, მისწრაფებას. ფროიდის მეორე მოწაფემ ა. ადლერმაც უარყო ლ, როგორც ფს-კურის პრინციპი და მის ადგილას შემოიტანა „ძალაუფლებისაკენ სწრაფვის" იდეა.