A E

ა. აა აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აწ ახ აჰ
ამბ ამე ამი ამნ ამო ამუ

ამბივალენტობა გრძნობის

L. ambō ორივე, valentin ძალა

ცნება შემოტანილია ფსიქიატრი ე. ბლოილერის მიერ ფს–გიაში და ფსიქიატრიაში. ნიშნავს ერთსა და იმავე მთლიან ემოციურ მდგომარეობაში ურთიერთსაწინააღმდეგოდ მიმართული გრძნობების თანაარსებობას. მაგ., ამბივალენტურია გრძნობა, თუ ერთი და იგივე საგანი, რ-იც ძალიან გიყვარს, ამავე დროს გძულს, გეზიზღება კიდეც ზრუნვა, ნატვრა, ერთგულება, მორჩილება და ბევრი სხვა ემოცია ერთსა და იმავე დროს შეიძლება სასიამოენოც იყოს და უსიამოვნოც; თუმცა გრძნობის ეს ორმაგობა ერთ მდგომარეობაში განიცდება, მაგრამ ურთიერთობა მათ შორის ისეთია, რომ, როცა ერთი რ-იმე მათგანი წინწამოწეული და აქტუალურია, მეორე იმავე დროს დაჩრდილულია, ან არაცნობიერად განდევნილი და შენიღბულია. ცნება ა. გ. განსაკუთრებით გამოყენებულია ფსიქოანალიზში. ზ. ფროიდის მოძღვრება არაცნობიერი ფსიქიკური ცხოვრების შესახებ გრძნობის ამბივალენტობის პრინციპზეა აგებული. ზ. ფროიდის აზრით, ამბივალენტურია ბ-ვის გრძნობები მშობლების მიმართ. ა. გ-ის განსაკუთრებით დამახ. ნევროტიკისა და პრიმიტიული ად-ნის განცდებისათვის (იხ. გრძნობა).

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9