აზროვნების ერთ–ერთი სახე. განსხვავებით პრაქტიკული და თვალსაჩინო აზროვნებისაგან, იგი აზრის ანუ არათვალსაჩინო შინაარსის /ცნების/ საშუალებით ხორციელდება. ლ. ვ. ა. თავისი შინაარსით განყენებულია, აბსტრ-ა, განყენებული აზროვნების გზითაა მიღებული. ამ ნიშნით განსხვავდება იგი ე. წ. თვალსაჩინო–ხატოვანი აზროვნებისაგან. ლოგიკური აზროვნება არსებითადაა დაკავშირებული მეტყველებასთან, ამიტომ მას დამატებით „ვერბალურ“ აზროვნებასაც უწოდებენ. ამ სახით იგი სინამდვილის არაუშუალოდ მოცემულ მხარეებს ასახავს და იმ ზოგადს გვითვალისწინებს, რ-იც ობიექტური, საგნობრივი სინამდვილისათვის არის დამახ. ლოგიკური აზროვნების ფორმებია: ცნება, მსჯელობა, დასკვნა/იხ/.