| | |
ჰ. რორახერის მიხედვით ლ-ას შემდეგი ნიშნები ახასიათებს:
1. განცდა, რ-შიც მიზნის წარმოდგენა მოცემული არ არის.
2. მისი წარმოშობა ავტოგენურია, ე. ი. ჩნდება ცნობიერების მონაწილეობის გარეშე.
3. მუდამ დაკავშირებულია ემოციასთან, რადგან ყოველი ლ-ის დაკმაყოფილება სიამოვნებას იწვევს დაუკმაყოფილებლობა-უსიამოვნებას.
4. ლ-ის ზეგავლენით ცნობიერების მოქმედება და როლი მცირდება.
განასხვავებენ სხვადასხვაგვარ ლ-ას, მაგ., დაბალ-ვიტალურს: კვების, გამრავლების, მშობლიური ზრუნვის; სოციალურს: ლ-ას კონტაქტისადმი, კოლექტივისადმი, ძალაუფლებისადმი, კულტურისადმი, ლ-ას მიაკუთვნებენ აგრეთვე „ფუნქციობის ტენდენციას“. ზოგი მკვლევარი კი ძირითადად მხოლოდ ერთი ლ-ის არსებობას ცნობს. მაგ., ასეთია ზ. ფროიდთან ლიბიდო/იხ./, ადლერთან ლ-ვა ძალაუფლებისადმი. თანამედროვე ფს- გიურ მეცნ-ში არ არის მკვეთრად გამიჯნული ლ. მასთან ახლო მდგო-მი მოვლენებისაგან, რ-იც არის მოთხოვნილება და ინსტინქტი მაგ., ვ. მაკ-დოუგალი ინსტინქტის მიხედვით განასხვავებს 18 სხვადასხვა ლ-ას, მაგრამ მათში ბევრი ისეთია, რ-თა დაყვანა ინსტინქტზე სადავოა, არ ხერხდება, მაგ., ლ. კოლექტივისადმი, კულტურისადმი, ინტერესები, რ-ებიც ად-ნის გარემოსთან დამოკიდებულებაში, მის ქცევას საფუძვლად ედება, ასევე გაურკვეველია განსხვავება ლ-სა და მოთხოვნილებას შორის. უნდა ვიფიქროთ, რომ მოთხოვნილება უფრო ჩამოყალიბებული ცნებაა. ად-ნთან იგი ნიშნავს რაიმე დანაკლისის შევსების საჭიროებას ანუ არსებობისათვის რაიმე საჭიროების ცნობიერ განცდას, რ-იც წარმოიდგინება, რ-რც მოთხოვნილების დაკმაყოფილების საგანი, ისე მისი მოპოვების საშუალებები. ლ. კი ამ ნიშანს მოკლებულია. ლ-ში გარკვეული მიზანი წარმოდგენილი არ არის. ლ. წინ უსწრებს ყოველ მოთხოვნილებას. მოთხოვნილების გაჩენა ად-ნის ცნობიერების მონაწილეობის გარეშე ხდება, ამდენად ლ-ვაა იგი, მაგრამ მისი შემდგომი განვითარება, საგნის, მისი : მოპოვების საშუალებათა და მიზნის გაცნობიერება მას არსებითად განასხვავებს ლ-ვისაგან.
სიტყვა ლ. ძველ ქართულში ნიშნავდა გაქცევას, რაიმესაგან მოშორებას. ამ გაგებით იგი დღესაც იხმარება /შდრ. ლტოლვილები/.
ამრიგად ახალ ქართულში სიტყვა ლ-ვის ორი ურთიერთსაწინააღმდეგო მნიშვნელობა გამოიკვეთა: ერთის მიხედვით იგი აღნიშნავს რაიმესადმი მიზიდულობას, მეორეს მიხედვით რაიმესაგან გაქცევას ამ ორი მნიშვნელობიდან თუ რომელი იგულისხმება ყოველ კერძო შემთხვევაში ამას განსაზღვრავს აზრის ის კონტექსტი, რ-შიაც გვეძლევა სიტყვა ლ.
| | Top 10 • Feedback • Login | |
| © 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |