ხალხთა ფს-გიაში არქაული ცნება, გულისხმობს: პირველყოფილი კულტურის საფეხურზე ზებუნებრივი ძალების /კეთილის ან ბოროტის, სურვილების და განზრახვის გამოცნობას მკითხაობის, მისნობის გზით და ამ ცოდნის გამოყენებას ადამიანის სასარგებლოდ /თეთრი მაგია/, ან საზიანოდ /შავი მაგია/.
მ-ს საფუძვლად უდევს ზებუნებრივი ძალების /ღმერთების, დემონების, „ მანა“ ძალების/ არსებობის რწმენა, რ-იც. ვითომდა, ერევიან ად- ნის ცხოვრებაში და განსაზღვრავენ მის ბედს /იხ.მანა, მანტიკა/ მ. ფართოდ იყო გავრცელებული პრიმიტიული კულტურის საფეხურზე. გადმონაშთის სახით გვხვდება დღესაც მკითხაობის, შელოცვების, ცრუმორწმუნეობის სახით.