A E

მა მგ მე მთ მი მნ მო მრ მს მუ მც მხ
მაგ მაზ მაკ მან მარ მას მატ მაქ

მაგიური აზროვნება

განვითარების დაბალ საფეხურზე მდგომი პრიმიტიული ად-ნის დამახასიათებელი აზროვნების ფორმა /ლ. ლევიბრიული/. შეიმჩნევა აგრეთვე ბ-ვობის ასაკში, ზრდადამთავრებულ ცივილიზებულ ად-ნებთან თავს იჩენს ძველ შეხედულებათა გადმონაშთის სახით /ცრუმორწმუნეობა, შელოცვები, მკითხაობა/. ვლინდება ხშირად სიზმრის შინაარსში, გვხვდება ფს-კურ დაავადებათა შემთხვევაშიც /შიზოფრენია/.

ლ. ლევი-ბრიულის მიხედვით, მ. ა. „პრალოგიკური აზროვნებაა, რ-იც ლოგიკის ძირითად კანონებს უგულებელყოფს. მ. ა. ცნებითი აზროვნება არ არის, არამედ „კოლექტიური წარმოდგენის“ საფუძველზე აგებული აზროვნებაა /იხ. კოლექტიური წარმოდგენა/.

მ. ა. წარმოდგენებისა და აღქმის საგნობრივ შინაარსში გულისხმობს მისტიკურ-მაგიურ ძალას, სულს, რ-იც ერევა ად-ნის მოქმედებაში და განსაზღვრავს ცხოვრების მსვლელობას.

მ-ია ა., როცა მიზეზ-შედეგობრივი კავშირი მოვლენათა შორის კოლექტიური წარმოდგენის საფუძველზე ისეა აგებული, რომ რა არის მიზეზი და რა შედეგი - გაუგებარია, როცა წინააღმდეგობის შეუძლებლობის კანონი სრულებით უგულებელყოფილია და ად-ნს შესაძლებლად მიაჩნია ერთსა და იმავე დროს საგანი, და თვითონაც, აქაც იყოს და სხვაგანაც, ისეთიც იყოს რ-რიც არის და სხვანაირიც ასეთი აზროვნება კი მისტიკურია. მიზეზობრივი დამოკიდებულების შეგნება პრიმიტიულ ადამიანს განვითარებული აქვს; „მაგ., ლ. ლევი-ბრიულის მიხედვით, როცა მონადირე ნადირობიდან სახლში ხელმოცარული ბრუნდება, ცდილობს დაადგინოს, თუ რატომ გაუფუჭდა ნადირობა და დაასკვნის: ალბათ ცოლმა სახლში დაარღვია ნადირობის წესი და შეჭამა აკრძალული საჭმელი, რ- იც სანადიროდ წასულის ცოლმა არ უნდა შეჭამოს; ან გვალვის მიზეზად ის თვლის ახლად ჩამოსული მისიონერების თავსაბურავს და სხვა. ამრიგად პრიმიტიული ად-ნის აზროვნება მოვლენათა მიზეზს კი ეძებს, მაგრამ მისი დადგენა ხდება „ პარტიციპაციის პრინციპის ანუ კანონის“ მიხედვით. პარტიციპაციის პრინციპის მიხედვით მოვლენები ურთიერთის მიზეზი ხდება თუ ისინი დროში ან სივრცეში თანაარსებობენ, ე. ი. ერთიმეორის გვერდით მდებარეობენ. თანაარსებობა ურთიერთთან კავშირსაც ნიშნავს და ერთიმეორესთან წილის ქონასაც. ამიტომ პრიმიტივისათვის თანაარსებობა საკმაო საფუძველია მიზეზ-შედეგობრივი დამოკიდებულებისა. ერთი საგანი მეორესთან მისტიკურადაა დაკავშირებული. მ. ა-ის წინამძღვარი და მასტრუქტურებელი ფაქტორი ლ. ლევი-ბრიულის მიხედეით კოლექტიური წარმოდგენაა, რ-შიც გარდა ობიექტურად მანიფესტირებული შინაარსებისა იგულისხმება კიდევ დაფარული მაგიურ-მისტიკური სული, მოქმედი და აქტიური მოვლენათა შირის მიზეზ–შედეგობრივი კავშირის დადგენას საგანთა თანაარსებობა /პარტიციპაცია/ განსაზღვრავს.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9