A E

მა მგ მე მთ მი მნ მო მრ მს მუ მც მხ
მაგ მაზ მაკ მან მარ მას მატ მაქ

მაზოხიზმი

სექსუალური გაუკუღმართების /პერვერსიის/ ერთ-ერთი სახე. სექსუალური დაკმაყოფილება მიიღწევა მხოლოდ ტკივილის, წამების, წვალების პირობებში, რ-იც ამ ანომალიით შეპყრობილ სუბ-ს /მაზოხისტს / უნდა მიაყენოს მეორე მხარემ. წინააღმდეგ სადისტისა, რ-იც სხვას, პარტნიორს აყენებს ტკივილს, მ. თვითონ უნდა განიცდიდეს ტანჯვას, წამებას, მას უნდა მიაყენონ ტკივილი. ტერ. მ. წარმოიშვა მწერალ ზახერ–მაზოხის სახელიდან / 1836—1895/, რ-იც თვითონ იყო ამ სენით შეპყრობილი. გადატანით: მ-ში გულისხმობენ, რომ სიამოვნება და კმაყოფილება მიიღწევა ცხოვრებაში წამებისა და წვალების გზით. ფროიდიზმი მ-მში ხედავს „ოიდიპოსის“ სიტუაციის ერთგვარ ანალოგიას. /იხ. სადიზმი/.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9