A E

მა მგ მე მთ მი მნ მო მრ მს მუ მც მხ
მაგ მაზ მაკ მან მარ მას მატ მაქ

მანა

პოლინეზიურად – საიდუმლო, საგანგებო, სასიცოცხლო ძალის სახელწოდება, რ-აც, პრიმიტიული კულტურის ად-ნთა შეხედულებით, ფლობს ზოგი პიროვნება /მანა-პიროვნება/. მათი აზრით, იგი არის აგრეთვე ცხოველებში, მცენარეებში და თვით უსულო საგნებშიც კი. მანა–ძალა, მათი რწმენით, საგანგებო სასიცოცხლო ზემოქმედების უნარის მქონეა. როცა ად-ნი ამ ძალას კარგავს, იგი ხდება უძალო, უუნარო, უმოქმედო, უბედური. ად-ნებში და საგნებში დაფარული და სხვებზე დიდი ზემოქმედების მქონე მანა~ძალას, პოლინეზიელები, აგრეთვე სხვა პრიმიტიული ხალხები, ღმერთის მნიშვნელობას მიაწერენ. ინდიელები მას უწოდებენ სხვადასხვანაირად „ორენდას“, „ვაკონდას“, „მანიტუს", სხვა პრიმიტიული ხალხები, „ტონდა–ს", „ნაზინა“–ს და სხვა ლ. ლევი-ბრიული/.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9