A E

მა მგ მე მთ მი მნ მო მრ მს მუ მც მხ
მაგ მაზ მაკ მან მარ მას მატ მაქ

მანიაკურ-დეპრესიული ფსიქოზი ანუ ციკლოფრენია

ფს-კური დაავადება, რ-საც ახასიათებს პერიოდული მიმდინარეობა. კლინიკურ სურათში აღინიშნება ორი ურთიერთსაწინააღმდეგო მდგომარეობის ფაზ-ის/ მონაცვლეობა, ე. წ. მანიაკური და დეპრესიული ფაზა. მანიაკურ ფაზას ახასიათებს აწეული, ევფორული გუნება–განწყობილება, აჩქარებული აზროვნება და აჩქარებული მოქმედებანი. დეპრესიული ფაზისათვის დამახასიათებელია მძიმე გუნება–განწყობილება, აზროვნების ტემპისა და მოქმედების შენელება. ტიპურ შემთხვევაში ყოველი ფაზა 5 −6 თვე გრძელდება. ფაზებს შორის შუალედებში, რ-ებიც სხვადასხვა ხანგრძლივობისაა, ავად. ფს-კურად სავსებით ჯანმრთელია /ე. წ. ნათელი პერიოდი/. ციკლოფრენიას არა აქვს პროგრენდიეტული მიმდინარეობა. პიროვნება, მისი ფს-კური უნარი და შესაძლებლობანი ამ დაავადების დროს არავითარ პათოლოგიურ ცვლილებას არ განიცდის.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9