/დაფარულის გამოცნობა, მომავლის წინასწარი განჭვრეტა, წვდომა, მისნობა. ძველ დროში ფართოდ იყო გავრცელებულია მაშინდელი რწმენით, ყოველ ად-ნს როდი შეეძლო დაუფლებოდა ამ ხელობას, არამედ მხოლოდ რჩეულს. ამაში განსაკუთრებით დახელოვნებულნი იყვნენ კულტის რიტუალის შესრულების დროს, ვითომ უკავშირდებოდნენ ღმერთებს და სხვადასხვა საიდუმლო ნიშნის მიხედვით /ცის კამარის მოღრუბლვა, კვამლის მიმართულება, ან ღამით ვარსკვლავთა ადგილმდებარეობა და სხვა/ შეეძლოთ გაეგოთ ღმერთების სურვილი და ნება და ეწინასწარმეტყველათ ღმერთების გადაწყვეტილება ად-ნის ბედის შესახებ. ახლაც, თანამედროვე ჩამოჩენილი კულტურის ად-ნებს, სწამთ მკითხაობა, მისნობა, შელოცვები, ჯადოსნობა.