A E

ა. აა აბ აგ ად ავ აზ ათ აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აწ ახ აჰ
ამბ ამე ამი ამნ ამო ამუ

ამბულატორიული ავტომატიზმი

ბინდისებური ცნობიერების თავისებური სახე. ამ დგომარეობაში, რეალურ გარემოს მოწყვეტილი ად-ნი ასრულებს საკმაოდ, რთულ, გარეგნულად მოწესრიგებულ, მაგრამ სრულიად უმიზნო ქცევას, რ-ის შესახებ შემდეგ არაფერი ახსოვს. ა. ა-ის ფენომენია მაგ., ფუგა: ავად. უეცრად სადღაც გარბის. გაქცევა ჩვეულებრივ ხანმოკლეა და ავად. სწრაფად მოდის გონს. სხვა შემთხვევაში ავად. საკმაოდ დიდი დროის განმავლობაში ხეტიალობს, საათობით მოგზაურობს სხვადასხვა ტრანსპორტით და შეტევის დასრულების შემდეგ ვერ გარკვეულა, თუ რატომ მოხვდა ქალაქის ამ უბანში. ა. ა-ის სახედ ითვლება ე. წ. სომნამბულიზმიც. ავად. ღამით ღრმა ძილის მდგომარეობაში დგება ლოგინიდან, იმეორებს ჩვეულ ავტომატურ ჩვევებს (იცვამს, დადის, ალაგებს და სხვა). შემდეგ ისევ წვება ლოგინში. ა. ა-ის დროს არ აღინიშნება ბინდისებური ცნობიერებისთვის დამახასიათებელი ჰალუცინაციები, ილუზიები და ეფექტები. გვხვდება უპირატესად ეპილეფსიის შემთხვევაში.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9