ეგო, საკუთარი თავის განცდა. როცა ად-ნი რასმე ალიქვამს, აზროვნებს თუ მოქმედებს, თითოეულ ამ განცდაში ის საკუთარ „მე“–საც ; განიცდის, ე. ი. განიცდის იმას, რომ ეს განცდები საკუთრივ მისი განცდებია. ამ საკუთარი „მე“-ს განცდას ფს-გია სხვანაირად „მე“-ს ცნობიერებას ანუ „თვითცნობიერებას“ უწოდებს. „მე“–ს ცნობიერება წარსულში და აწმყოში მიღებულ განცდათა ერთობლიობის საფუძველზე ჩნდება. ეს შესაძლებელი ხდება იმიტომ, რომ დროის მიმდინარეობაში „მე“ თავის თავთან ყოველთვის იდენტური რჩება, ე. ი. ყოველ ად–ნს ყოველთვის აქვს უშუალო განცდა იმისა, რომ ერთი და იგივე „მე“–ა მატარებელი იმ განცდებისა, რ-იც მას წარსულში მიუღია და იმ განცდებისაც, რ-იც მას აწმყოში უჩნდება. ამ გაგებით „მე“-ს ცნობიერება გულისხმობს სუბ-ის გამოყოფას სამყაროდან.
გენეტიკურად „მე“–ს გამოყოფა სამყაროდან მაშინ ჩნდება, როდესაც ბ-ვი თავის სხეულს განასხვავებს გარემოსაგან. დადასტურებულია, რომ „მე“-ს ცნობიერება ბ-ეში მეორე წლის ბოლოს იჩენს თავს. ამ პერიოდში ბ-ვის მეტყველებაში ჩნდება „მე“-სთან დაკავშირებული ნაცვალსახელები: მე, ჩემი, სხვისი, ის. სიმპტომატურია ისიც, რომ ბ-ეს სწორედ ამ პერიოდში უჩნდება ისეთი ემოციურ განცდა, რ-იც „მე“– ს ცნობიერების არსებობას გულისხმობს, ასეთებია თავმოყვარეობა და მორცხვობის გრძნობა /დ. უზნაძე/.