მშობლების ფიზ. ან ფს-კური ნიშნების და თვისებების გადაცემა შთამომავლობისათვის. მ-ბის ძირითად და ელემეტარულ ერთეულად „გენი“ ითვლება. იგი მ-ის სპეციფიკური ინფორმაციის მატარებელია, მისი სუბსტრატია. სწორედ ამ გენს გადააქვს შთამომაელობაში მითი ნიშნები. გენი იმეორებს წინაპრების სიცოცხლის ფორმას, იგი სიცოცხლის შენახვისა და გაგრძელების გარანტია და პირობაა. მის კანონები იკვლია და დაადგინა გ. მენდელმა. მემკვიდრეობის მოვლენებს შეისწავლის ბიოლოგიის დარგი გენეტიკა /იხ. მენდელის კანონები/.
Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.