A E

მა მგ მე მთ მი მნ მო მრ მს მუ მც მხ
მეგ მედ მეე მეზ მელ მემ მენ მეო მერ მეს მეტ მეხ

მეორე სასიგნალო სისტემა

გამოჩენილი რუსი ფიზიოლოგის ი. პავლოვის მიერ შემუშავებული ტერ. აღნიშნავს ორგანიზმის გარემოსთან დამოკიდებულებას მოწესრიგებულ სისტემაში „სიტყვის“, რ-რც გამღიზიანებლის სასიგნალო მნიშვ-ს. მუშავდება /ვითარდება/ პირველი სასიგნალო სისტემის საფუძველზე, მისი შემდგომი და უფრო მაღალი საფეხურია. განვითარების ისტორიულ გზაზე იგი მხოლოდ ად-ნის სპეციფიკურ თავისებურებას წარმოადგენს, ცხოველი კი მას სავსებით მოკლებულია. მ. ს. ს-ში საგანი – ანალიზის, სინთეზის და გამოყენების შედეგად გადამუშავებული და სიტყვიერ ფორმაში ასახული სასიგნალო სისტემაა. მასში სიტყვა უკვე თვითონაა სიგნალის მნიშვნეოლობისა. სიტყვის, რ-რც გამღიზიანებლის საფუძველზე „პირობითი რეფლექსები“ წარმოიშობა. მ. ს. ს-ში, ი. პავლოვის თქმით, მეტყველება „სიგნალთა სიგნალია“. საგნისაგან განყენებული და განზოგადებული სიტყვა, ცნებითი აზროვნების შესაძლებლობას ქმნის და აზროვნების იარაღად იქცევა. მ. ს. ს., რ–რც მეტყველების სისტემა, სოც. ურთიერთობის წიაღში წარმოიშობა და სოციალური ზეგავლენით ვითარდება, იგი სოც. დეტერმინაციას ექვემდებარება და საზოგადოებრივი ურთიერთობის გარეშე არ შეიძლება არსებობდეს. /იხ. პირობითი რეფლექსი/.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9