A E

მა მგ მე მთ მი მნ მო მრ მს მუ მც მხ
მეგ მედ მეე მეზ მელ მემ მენ მეო მერ მეს მეტ მეხ

მესმერიზმი

ნერვულ დაავადებათა მაგნეტიზმით მკურნალობის მეთოდი შექმნილი ფრანც ანტონ მესმერის მიერ /1734 — 1815 /. მკურნალობის ამ მეთოდს მესმერი უწოდებს ცხოველურ, ანიმალურ, მკურნავ და სიცოცხლის მაგნეტიზმს. თვითონ მესმერი თავის თეორიას პრაქტიკულად იყენებდა ნერვულ დაავადებათა მკურნალობის მიზნით. ის ხელებს ადებდა ან უსვამდა ავად–ს თანაზომიერად, რაც ავად-ში ძილისებურ მდგომარეობას იწვევდა და საბოლოო ანგარიშში ავად. იკურნებოდა. მ–ს განმარტებით, ხელის დადებას მაგნეტური ძალა გადააქვს ერთი ად-ნიდან მეორეში და იწვევს მასში ძილს. დ. ბრედმა /1841 / გააკრიტიკა მ-ის ეს მოძღვრება. მისი აზრით, აღწერილი ძილისებური მდგომარეობის ასახსნელად მაგნეტიზმის ძალა მოსატანი,არ არის და, რომ ძილის მოვლენა ჩვეულებრივი შთაგონებით და ჰიპნოზით აიხსნება. ზოგი მეცნიერის აზრით, მ. ჰიპნოზის განვითარების წინა პერიოდად შეიძლება ჩაითვალოს. დასაწყისში მ. ძალიან ფართოდ იყო გავრცელებული, თუმცა ბევრი მეცნიერი მაშინაც მას კრიტიკულად უყურებდა. მესმერის მიერ „მაგნეტიზმად“ წოდებული ძალის პრობლემა დღეს „ბიოენერგეტიკის“ პრობლემას უკავშირდება.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9