A E

ა. აა აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აწ ახ აჰ
ამბ ამე ამი ამნ ამო ამუ

ამნეზია

Gk. Amnesia, a უარყ ნაწ. mnēsis გახსენება, მოგონება

მეხსიერების პათოლოგიის ერთ–ერთი სახე, რ-იც გამოიხატება განცდილი შინაარსების რეტენციისა და რეპროდუქციის უნარის დაკარგვაში. არსებობს შემდეგი სახის ამნეზიები: ანტეროგრადული — უშუალოდ ტრავმის შემდეგ მომხდარი მოვლენების დავიწყება, რეტროგრადული იმ მოვლენების დავიწყება, რ-ებიც უშუალოდ უსწრებდნენ წინ ტრავმას ან გულყრას. ეს ა-ები გვხვდება ძირითადად თავის ქალას ტრავმისა და ეპილეფსიური გულყრის შემდეგ. სისტემატური იმ ფაქტებისა და მოვლენების დავიწყება, რ-ებიც ფს-კურ ტრავმასთანაა დაკავშირებული, რ-თა მოგონება მძიმე და მტკივნეული იქნება სუბ-სთვის. განსაკუთრებით დამახ. ისტერიისათვის. პერიოდული ა. ანუ „ალტერნატიული ცნობიერება“ ავად-ის მეხსიერებიდან სავსებით იკარგება აქამდე შეძენილი ცოდნა და შთაბეჭდილებები. იგი იწყებს ახალ, მეორე ცხოვრებას: იძენს ახალ ცოდნას, ახალ შთაბეჭდილებებს, თითქოს „ახალ პიროვნებად“ გადაიქცევა. დროის გარკვეული პერიოდის შემდეგ ადრინდელი ცნობიერება აღდგება, მაგრამ „ახალი პიროვნების“ შესახებ სუბ-ს აღარაფერი არ ახსოვს. ეს ციკლი პერიოდულად მეორდება. ცნობიერების ერთ მდგომარეობაში სუბ-ს არავითარი მოგონება არა აქვს ცნობიერების მეორე მდგომარეობაში განცდილის შესახებ. ად-ში თითქოს ორი პიროვნება ურთიერთს ენაცვლება იმგვარად, რომ ერთმა მეორის შესახებ არაფერი იცის.

პერიოდული ა. დამახ. ისტერიისათვის. ფიქსაციური ა.— დამახსოვრების უნარის დაკარგვა; სუბ-ს არაფერი არ ახსოვს ყოველდღიურად მიმდინარე მოვლენების შესახებ. დამახ. კორსაკოვის სინდრომისათვის, პროგრესიული ა. –დამახ, დამახსოვრების უნარის დაკარგვა და მეხსიერების მარაგის თანდათანობითი გაღარიბება თანამიმდევრული კანონზომიერებით. პირველ რიგში იკარგება ახლახან განცდილი შთაბეჭდილებები, დავიწყებულია უკანასკნელ წლებში მომხდარი მოვლენები. უფრო ადრე შეძენილი მარაგი მეხსიერებისა საკმაოდ დიდხანსაა შენახული; მეხსიერების დაკარგვა უკუმიმართულებით ვითარდება—ახლიდან ძველისაკენ. გვხვდება მოხუცებულობის ჭკუასუსტობის შემთხვევაში.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9