| | |
ბგერის საშუალებით თავისი მოთხოვნილების გამოხატვის უნარი, ად-ნთან ეს უნარი დანაწევრებული მ-ის სახითაა სრულქმნილი და მარტო ად-ნის სპეციფიკას წარმოადგენს. ფს-კასთან, მაშასადამე, ცნობიერებასთანაც. მ. მჭიდროდაა დაკავშირებული და აზროვნების გამოსახვას ემსახურება. მ-ის გარეშე აზროენება შეუძლებელია: აზროვნება მ-ის აქტით არის გაობიექტივებული და ამდენად ის/მ/ გასაგნობრივებულიცაა.
მ-ის ერთეული სიტყვაა. სიტყვა საგნის განზოგადებული შინაარსის, აზრის, ცნების, იდეის ამსახველია. სიტყვა ად-ნის მსოფლშეგრძნების შექმნის საფუძველია. მაგ., ფს-გიაში ცნობილია, რომ ბრმად დაბადებულნი მაშინ იწყებენ სამყაროს რეალურ აღქმას, როცა მათ ცნობიერებაში შეაღწევს აზრი, ცოდნა, რომ ყოველი საგანი სახელდებულია და ამ მომენტიდან იწყება მათ მიერ ყოველი საგნის სახელის შესწავლა /ელენ კელერის მაგალითი/. ანალოგიური ფაქტი შენიშნულია ბ-ვის განვითარებაშიც. გარკვეულ ასაკში /3-5 წლამდე/ ბ-ვი იგებს, რომ ყოველ საგანს თავისი საკუთარი სახელი აქვს და ამის გაგების შედეგად იწყება „ამას რა ჰქვია"-ს შეუწყვეტელი კითხვების პერიოდი: ბ-ვი – სამყაროს ეცნობა.
სიტყვა საგნობრივ შინაარსს ასახავს, რაც მას აზროვნების იარაღად ხდის. „მეტყველებისა და აზროვნების გაშლა შესაძლებელია მხოლოდ იმ საგნის მოცემულობის პირობებში, რ-აც ეს აზროვნება და მეტყველება ეხება". /დ. უზნაძე/. სიტყვა ყოველთვის გარკვეულ მიმართებაშია აღსანიშნთან, ინტენციურ დამოკიდებულებაშია საგანთან. საგანი სრულ ობიექტურ მნიშვნელობას სიტყვის ფორმაში აღწევს. სიტყვა აობიექტივებს აღქმის შინაარსს და სამყაროზე წარმოდგენას უქმნის სუბ-ს.
სიტყვის შინაარსის განვითარება, ფს-გიური თვალსაზრისით, კონკრეტულიდან ზოგადისაკენ მიემართება; თუ თვალსაჩინო ხატოვანი აზოვნების ამსახველი სიტყვა საგნის სიტუაციურ ხატს შეიცავს /კულტურის დაბალი საფეხური, ბ–ვის აზროვნება/, ცნებით აზროვნების შემთხვევაში /კულტურის მაღალი დონე/ სიტყვაში საგნის არსებითი ნიშნები და მიმართებები განყენებულად და განზოგადებულადაა წარმოდგენილი. სიტყვა აზრს აობიექტივებს და ად-ნისთვის მისაწვდომს, ე. ი. გასაგებს ხდის. მაგრამ სიტყვა მაინც მ-ის მხოლოდ ელემენტია. მ. სიტყვათა გაერთიანებაა ერთ აზრიან სტრუქტურულ წინადადებაში. მ. შე- იძლება იყოს აღმნიშვნელობითი, სიგნიფიკაციური, /მიუთითოს, ამცნოს/. შეიძლება იყოს ზემოქმედებითი /ამშვიდებს, აღაგზნებს, არწმუნებს, ფს-კაზე ზეგავლენას ახდენს/.
გარდა აზროვნების გამოხატვისა მ-ას საკომუნიკაციო ფუნქციაც ევალება. ის, ენასთან ერთად, ად-ნთა შორის ურთიერთობას განაპირობებს. კომუნიკაციის ფუნქცია ისეთივე არსებითია მ-ისთვის, რ-რც აზროვნებასთან კავშირის ფუნქცია.
ვარაუდობენ, რომ მ,ისე რ-რც ენა,წარმოიშვა შრომითი პროცესის პირობებში, მშრომელთა კოლექტივის წევრთა შორის ურთიერთობის საჭიროების საფუძველზე, კერძოდ შრომის იარაღის წარმოშობისა და გამოყენების პროცესში. მ., ისე, რ-რც ენა, სოც. წარმოშობისაა და მათი /ენა და მ-ის/ ურთიერთიდან დაშორება ენათმეცნიერთა უმრავლესობის მხარდაჭერით არ სარგებლობს. დ. უზნაძის აზრით „ენაში არაფერია ისეთი, რაც არასოდეს თქმულა და გაგონილა... ენა მთლიანად მ–ში იბადება და ყველა ნიშანი, რ–თაც ის ხასიათდება მ-იდან აქვს მას მიღებული". მისივე /უზნაძის/ აზრით ენის სტრუქტურაში ყოველთვის მასზე მოლაპარაკე ხალხის აზროვნების სტრუქტურაა ჩაქსოვილი.
თავის ფუნქციის მიხედვით ენა და მ. საერთო მიზანს ად-ნთა მოთხოვნილებას აზროვნების პროცესის გაშლას და ად–ნთა შორის ურთიერთობის დამყარებას ემსახურება. მ. ენის რეალიზაციის პროცესია, იგი სუბ-ის აქტივობაზეა დაფუძნებული. მ. შეიძლება იყოს ზეპირი ან წერილობითი, მონოლოგის ან დიალოგის სახის. მ-ში მეტყველის ინდივიდუალობაცაა წარმოჩენილი, მისი შემოქმედებითი უნარი და ინტელექტუალური შესაძლებლობანი.
| | Top 10 • Feedback • Login | |
| © 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |