![]() |
![]() | |
მეტყველების განვითარების დასაწყისი სტადია „ძუძუს ბავშვობის" ხანაში /ორ წლამდე/ იჩენს თავს და სამეტყველო ორგანოების გავარჯიშებაში მდგომარეობს. როცა, ამ პერიოდის ბ-ვს არაფერი აწუხებს/შიმშილი, ტკივილი, სისველე/ ის იწყებს ტიტინს, ე. ი. იმეორებს რომელსამე ბგერას გაბმულად და სწორედ ეს ტიტინი არის საფუძველი, საიდანაც ვითარდება ნამდვილი მეტყველება. ამ სტადიის ბოლოს ბ-ვი აღწევს „ერთსიტყვიანი“ წინადადების წარმოთქმას, რ-იც საკუთარი აფექტურ-ემოციური მდგომარეობის გამოხატვას ემსახურება.
2 – 3 წ. წ. ასაკში /„სკოლის წინარე ასაკის წინა პერიოდი“/ იწყება ნამდვილი მეტყველება. სიტყვები იძენენ გამოხატვის ფუნქციას და სიმბოლური მნიშვნელობის მატარებელნი ხდებიან, / სიგნიფიკაციის ფუნქცია/. ბ-ვი პირველად ხვდება, რომ ბგერათა კომპლექსი რაღაც საგანს აღნიშნავს, რომ ყოველ საგანს თავისი სახელი აქვს ბ-ვი იძენს სიტყვათა საკმაო მარაგს და მეტყველება სოც. კონტაქტის საშულებად იქცევა.
ბ-ვის მეტყველების განვითარებაში სამი მომენტი აღინიშნება:
1. სიტყვათა მარაგის სწრაფი ზრდა, ორი წლის ბავშვს საშუალოდ სამასი, სიტყვის ხმარება შეუძლია. სიტყვათა მარაგს ჯერ მხოლოდ არსებითი სახელები ქმნიან, მეორე წლის ბოლოს იგი 53%-ს უდრის, 23% ზმნებია, 24% სხვა კატეგორიის სიტყვებია.
2 . იწყება სიტყვათა ფლექსიის ცვალება და სინტაქსური კავშირების გამოყენება /ბრუნვა და უღვლილება/.
3. დამოუკიდებელი წინადადებების ხმარება – ბ-ვი წინადადებებს ურთიერთს უქვემდებარებს /მთავარი – დამოკიდებული/ და ამით გვიჩვენებს, რომ მას ესმის არა მარტო აზრთა ლოგიკური ურთიერთდამოკიდებულება, არამედ ისიც, თუ რ-ია მთავარი და რ-ლი –დამოკიდებული. ერთი სიტყვით, გრამატიკული ელემენტების განვითარება, არსებითად, აღნიშნულ პერიოდში იწყება და აქვე მთავრდება.
მ-ის განვითარების ტემპი ბ-ვის სოც. გარემოზეა დამოკიდებული განსაკუთრებით, ეს გავლენა სიტყვათა მარაგის ზრდაში შეიმჩნევა.
7- 12 წლის ასაკში /პირველი სასკოლო ასაკი/ მდიდრდება ბ-ვის ლექსიკა, ის თავისუფლად ფლობს სიტყვათა დიდ მარაგს, რ-რც ზეპირი, ისე წერილობითი გამოთქმისათვის.
![]() | Top 10 • Feedback • Login | ![]() |
© 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |