A E

მა მგ მე მთ მი მნ მო მრ მს მუ მც მხ
მეგ მედ მეე მეზ მელ მემ მენ მეო მერ მეს მეტ მეხ

მეხსიერება

„ორგანული მატერიის თვისების მნემეს“ /ე. ჰერინგი/ – მაღალ-ფს-ური ფორმა. ფს-კის თვისება, რ-ის არსებითი ნიშნებია: მიღებული ინფორმაციის /შთაბეჭდილების/ შემონახვა, შემდეგ მისი გახსენება /რეპროდუქცია/ და კვლავ ცნობა /ი. ფრებესი/, თ. რიბო მ-ს სამ ნიშანს მიაწერს: შთაბეჭდილების შემონახვას, კვლავ მის განახლებას და დროში მის ლოკალზაციას.

მ-სთან გვაქვს საქმე ყოველთვის, როცა ჩვენ „წარსულის გავლენას ფს-კურად განვიცდით“ /დ. უზნაძე/. შეიძლება ითქვას, რომ მ. იწყება მაშინ, როცა რაიმე ფაქტს წარსულის განცდად მივიჩნევთ, წარსულს მივაკუთვნებთ.

იმის მიხედვით, თუ როგორ ხდება მიღებული შთაბეჭდილების შემონახვა და აწმყოში მისი აღდგენა სუბ-ის მონაწილეობით, განზრახვით, თუ მის გარეშე –განასხვავებენ ორი სახის მეხსიერებას: პასიურს და აქტიურს.

1. პასიური მეხსიერება: შთაბეჭდილების მიღება?აღქმა/, შემონასვა და აღდგენა სუბ-ის განზრახვის გარეშე ხდება. სუბ. არ ცდილობს დაიხსომოს ნანახი და განცდილი, მისი აქტიური როლი ამ პროცესში გამორიცხულია. პასიური მ-ის ფორმებია:

1. უშუალო მ.

2. ეიდეტური ხატი.

3. პერსევერაცია.

4. ცნობა.

5. წარმოდგენათა ასოციაცია.

უშუალო მეხსიერება –პასიური მ-ის უმარტივესი ფორმა, შთაბეჭდილების აღდგენა /რეპროდუქცია/ აღქმისთანავე ხდება, განმეორებისა და ლატენტური პერიოდის გარეშე. ხოლო აღდგენის შემდეგ ეს აღქმული შინაარსი ცნობიერებიდან გადის, ამის გამო მას ხანმოკლე მ-საც უწოდებენ. საპირი. დასწავლის საფუძველზე აღმოცენებული შუალობითი ანუ ხანგრძლივი მ. ეიდეტური ხატი: პასიური მ-ის თავისებური ფორმა; როდესაც სუბ. რაიმე გამღიზიანებელს, ვთქვათ აღქმულ სურათს, წარმოდგენაში ისე განიცდის, თითქოს სურათი მის წინაშე კვლავ განაგრძობდეს არსებობას (იხ. ეიდეტური ხატი/. პერსევერაცია: პასიური მეხსიერების ისეთი ფორმა, როცა რაიმე წარმოდგენა სუბ-ს განზრახვის გარეშე უჩნდება, აეკვიატება და კარგა ხანს განაგრძობს არსებობას; პერსევერაციული წარმოდგენის არც გაჩენა და არც გასვლა ცნობიერებიდან თვითონ სუბ-ტს არ ეკითხება, მის ნებაზე არ არის დამოკიდებული ცნობა: წარსულში აღქმული შინაარსის აწმყოში განმეორებული, აღქმა, რ-აც თან ახლავს ე. წ. „ნაცნობობის განცდა“ /ვ. ვუნდტი, ჰ. ჰეფდინგი/. ასოციაციური მეხსიერება: ზემოგანხილული პასიური მ-ის ფორმებისაგან განსხვავებით, უფრო დასრულებულ „დამოუკიდებელ მ-ის" ფორმას წარმოადგენს / დ. უზნაძე / იმიტომ, რომ მასში წარსული განიცდება რ-რც წარმოდგენა, რ-რც ხატი და, განსხვავებით „ცნობისაგან“, აღქმასთან არ არის დაკავშირებულია /იხ. ასოციაცია წარმოდგენათა/.

2. აქტიური მეხსიერება: განსხვავდება პასიური მ-ისაგან იმით, რომ შთაბეჭდილების მიღება და შემონახვა სუბ-ის ნებისყოფაზეა დამოკიდებული ე. ი. სრულდება სუბ-ის წინასწარი განზრახვის მიხედვით; სუბიექტს მიზნად აქვს დასახული გარკვეული მასალა დაიხსომოს, ამისათვის ის საგანგებო ხერხებსაც კი მიმართავს /რიტმიზაცია, დაჯგუფება და სხვა/.

აქტიური მ. სპეციფიკურ ადამიანური მ-ა, ცხოველისათვის იგი სავსებით უცხოა. ცხოველსაც ახასიათებს ზოგი ფორმა პასიური მ-ისა, მაგრამ სრულიად უცხოა მისთვის აქტიური მ. აქტიური მ-ის ფორმებია. სწავლა და მოგონება /დასწავლა/. სწავლა რთული პროცესია: იგი მარტო მეხსიერებაზე არ არის დამოკიდებული, არამედ „დამოუკიდებელი ქცევის ფორმაა“ /დ. უზნაძე/ და, გარდა მ-ისა, სხვა ფაქტორების მოაწილეობასაც გულისხმობს. მაგრამ სწავლით ქცევაში წამყვანი მაინც მ- აა, ურომლისოდ სწავლა ად-ნთან შეუძლებელი იქნებოდა. სწავლა გარკვეული მასალის დასწავლაში მდგომარეობს, ამიტომ დასწავლის კანონები მეხსიერების კანონებიცაა / იხ. დასწავლის კანონები/. ყოველი მასალის დასწავლას გარკვეული ფაქტორები განსაზღვრავს. ასეთებადაა ცნობილი ნებელობა, ინტერესი, ინტელექტუალური ფაქტორი, სენსორული ფაქტორი და ფიზიოლოგიური ფაქტორი /იხ. დასწავლა/.

აქტიური მ-ის მეორე ფორმას მოგონება წარმოადგენს. მოგონებაში სუბ. წარსულში მიღებულ შთაბეჭდილებას წარმოდგენის სახით განიცდის და მას თავისი წარსული დროის გარკვეულ მონაკვეთში ათავსებს რ-რც საკუთარი თავგადასავლის ისტორიას. მაგ., მაგონდება ის შემთხვევა, როდესაც სკოლაში პირველად მიმიყვანეს, ვისთან დამსვეს კლასში და ვინ იყო პირველი მასწავლებელი. მოტანილი მაგალითის მიხედვით მოგონებისათვის ორი ნიშანია დამახასიათებელი; ტემპორალიზაცია ანუ დროის ინდექსი და „მე“-ს ინდექსი. ყოველი მოგონება დათარიღებული წარმოდგენაა, რადგან ამ წარმოდგენის შინაარსი სუბ-ის წარსულის გარკვეული დროის მონაკვეთშია მოთავსებული; ეს იქნება დროის ინდექსი.

ჩვენს მაგალითში რაღაც ობიექტურ ვითარებას /სკოლაში პირველად ჩემს მიყვანას/ განვიცდი, რ-იც ჩემი თავგადასავლის ისტორიის ერთ-ერთი მომენტია, რადგან მასში ჩემი „მე“–ს პირადი წარსულია განცდილი, მოგონების ამ თვისებას „მე“-ს ინდექსი ეწოდება.

ყოველი მოგონება სუბ-ის თავგადასავლის ისტორიას წარმოადგენს და ამიტომაც მას სხვანაირად ისტორიულ მეხსიერებასაც უწოდებენ.

მ. პრიმიტიული სახით ცხოველსაც ახასიათებს, მაგრამ წარსულის მოგონება წარმოდგენის სახით, რ-რც საკუთარი წარსულისა, მისთვის სავსებით უცხოა; ისტორიული მ. სპეციფიკურ ადამიანური მ-აა.

მ. არაა უცვლელი, მასზე გავლენას ახდენს და მის შინაარსს ცვლის რ-რც დროის ფაქტორი, ისე თვითონ სუბ-ის აწმყო. /იხ. ჩვენების ფსიქოლოგია/

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-978994148269.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9