| | |
მეხსიერება „ცნობის“ სახით თავს იჩენს დაბადებიდან მესამე თვეში./. ძუძუს ბავშვობის ხანა“/ – განმეორებული გამღიზიანებელი წინა გამღიზიანებელთან შედარებით განსხვავებულ რეაქციას იწვევს. საგანს ბავშვი ადვილად აღიქვამს და კმაყოფილების გრძნობას გამოხატავს; მეხსიერების ლატენტური დროის ხანგრძლივობა თანდათან მატულობს, ორი თვის ბ–ვში იგი 7 წამს არ აღემატება, 8 თვეში 92 წამს აღწევს. ამ ასაკის ბ-ვს /„ძუძუს ასაკი“, ერთ წლამდე/ აღქმული საგნის წარმოდგენა აქვს მაგრამ ეს წარმოდგენა, ჯერ კიდევ პრიმიტიულია, აღქმასთან დაკავშირებით ჩნდება და მოგონებას არ წარმოადგენს.
2-3 წლის ასაკში /სკოლის წინარე ასაკის წინა პერიოდი/ ბ-ვს უკვე უჩნდება წარსულის და მომავლის განცდები - ის არა მარტო აღიქვამს საგნებს, არამედ იგონებს, წარმოიდგენს მათ და სათანადო პირობებში მათი აღქმის მოლოდინი აქვს მიღებული შთაბეჭდილებებიდან მას ყველაზე უფრო ამახსოვრდება მოვლენები, რ-ებიც ხშირად მეორდება, თუმცა ერთხელ მომხდარი შთაბეჭდილებაც ამახსოვრდება, თუ ის ძლიერი ემოციური ტონისაა. მოლოდინის ხანგრძლივობა /ლატენტური დრო/, აღნიშნულ პერიოდში, 20 – 30 წუთამდე აღწევს.
4-6 წ. წ. ასაკში /სკოლის წინარე ასაკი/ მეხსიერების ზრდა მიიწევს წინა დამახსოვრებული მასალის მოცულობა ფართოვდება, მკვიდრდება აქტიური მეხსიერების ფორმა; შთაბეჭდილების პასიური რეპროდუქციის გვერდით ბ-ვს აქტიური დამახსოვრების და მოგონების უნარი უვითარდება. ეს პროცესი იმდენად შორს მიდის, რომ აღნიშნული პერიოდის ბოლოს ბ-ვი ახერხებს მასალის ხანგრძლივად დამახსოვრებას და მის აქტიურად აღდგენას. ბ-ვის მეხსიერებით განსაკუთრებით დაინტერესებულია „ჩვენების ფსიქოლოგია“.
7–12 წ. წ. ასაკი /პირველი სასკოლო ასაკი/ მეხსიერების მძლავრი განვითარების პერიოდია. სწავლის ნაყოფიერება მოწაფის უშუალო და შუალობით ანუ ხანგრძლივ მეხსიერებაზეა დამოკიდებული. ამ პერიოდის პირველ წლებში სწავლაში დიდია უშუალო მეხსიერების როლი. კითხვა-პასუხი, გამოთქმულის ზუსტი გამეორება, კარნახით წერა – უშუალო მეხსიერებას ეყრდნობა. მაგრამ სასკოლო მუშაობაში მაინც განსაკუთრებული მნიშვნელობა ხანგრძლივ მეხსიერებას ენიჭება. გაკვეთილების დასწავლა, ცოდნის დაგროვება და მისი თავისუფალი, ნებისმიერი რეპროდუქცია მთლიანად ხანგრძლივ მეხსიერებაზეა დამოკიდებული. თუ წინა პერიოდში /4– 7 წ. წ. / მეხსიერების ფორმები ძირითადად პასიური ხასიათისაა, აქ, სასკოლო სწავლების სიტუაციაში, ისინი აქტიური, ნებისეული მეხსიერების ფორმებად იქცევა: ბავშვი სწავლობს გაკვეთილს და ახდენს მის რეპროდუქციას ნებისმიერად დასწავლის პროცესში ის თვითონ ირჩევს დახსომების ხერხებს, ახდენს დასასწავლი მასალის ორგანიზებას, შეაქვს მასში სისტემა და ამ გზით ახერხებს დახსომებას.
მეხსიერების აღნიშნული ფორმები გაპირობებულია ბ-ვის ნებისყოფით და ინტელექტუალური აქტივობით. აღნიშნულ ასაკობრივ პერიოდში შენიშნულია აგრეთვე მეხსიერების „ეიდეტური ფენომენი 43%!, მაგრამ სქესობრივ მომწიფებასთან ერთად ის ისპობა.
შემდეგი და ბოლო ეტაპი მეხსიერების განვითარებისა 12-17 წლებია /მეორე სასკოლო ასაკი/. მეხსიერება აქ თავისი განვითარების მწვერვალს აღწევს, წინა ეტაპზე დაწყებული პროცესები– დასამახსოვრებელი მასალის ინტელექტუალიზება და მასალის ნებისეული ორგანიზება -საბოლოოდ მტკიცდება. მოზარდს უკვე ლოგიკურად გადამუშავებული და მიზნობრივად გაცნობიერებული მასალა შეაქვს თავისი ცოდნის სისტემაში.
| | Top 10 • Feedback • Login | |
| © 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |