ად-ნის თვისება გარკვეულ პირობებში თავისი მოქმედებით დაემსგავსოს სხვის მოქმედებას -ისე მოიქცეს, რ-იც სხვა იქცევა. მ-ის, დამსგავსების ეს თვისება შეიძლება სავსებით გაუცნობიერებელი იყოს, ან მეტ-ნაკლებად იყოს გაცნობიერებული. სავსებით გაუცნობიერებელი, ე. ი. უნებლიე /პასიური/ მ. ახას. ბ-ვს „პირველყოფილ“ ადამიანს, სულიერად დაავადებულს. ასეთი მიბაძვის ნიშნებს არც მაღალი საფეხურის ცხოველია მოკლებული. სავსებით გაუცნობიერებელი მ. „მიზიდულობის“ ხასიათისაა. მეტ-ნაკლებად გაცნობიერებულ მიბაძვაში შესატყვისად მონაწილეობენ შემეცნებითი, რაციონა– ლური მომენტები“ აზროვნება, ნებელობა.
მ-ის სახეები მრავალია, მაგ., პასიური მიბაძვა: დამთქნარება, სიცილი, ასეთ მ-ზე იტყვიან „გადამდებიაო"; იმიტაციის სახის მ. თამაში, ცეკვა, ლაპარაკის მანერა, მიმიკური მოძრაობები და საერთოდ გამომხატველი მოძრაობები. მ-ის ობიექტი შეიძლება გახდეს ზნე- ჩვეულება, მიღწევები თეორიულ ან პრაქტიკულ სფეროში /გამოჩენილი ადამიანები, ხელოვნება/. არისტოტელე ამბობდა: „ხელოვნება ბუნების მიბაძვააო“, განსაკუთრებით დიდია მ-ის პედაგოგიური მნიშვნელობა ადრეული ბავშვობის ასაკში. გარკვეული მნიშვნელობით იგი სწავლების ერთგვარ ფორმას წარმოადგენს. მაგ, ენის, მეტყველების ათვისება მ-ის საფუძველზე ვითარდება. კოლექტივის, სოციალური ცხოვრების რიგი მოვლენები მ-ის საფუძველზე ხდება გასაგები, მაგ., პანიკა, მოდა, რეკლამა და სხვა რ-თაც ეპიდემიური, გადამდები ხასიათი აქვთ. მ- ის მთავარ წყაროდ შთაგონება ითვლება. სრული, ე. ი. ზუსტი, მო- ნური მ. სხვისი მოქმედების განმეორებაა, მასში ყოველი პირადი წაშლილია /იხ. იდეომოტორული კანონი/.