გულისხმობს ინტერესს, მისწრაფებას გარკვეული მოვლენებისადმი; სუბ. განიცდის მიზიდულობას უჩნდება განწყობილება/ რაიმე მოქმედებისადმი. ისწრაფვის სიცოცხლის სარბიელად სწორედ მოვლენათა ის სფერო აირჩიოს, რისადმიც გრძნობს მ-ას, ე. ი. მიზიდულობას. არსებობს შეხედულება, რომ მ. ნიჭის, ტალანტის გამოვლინებაა. მაგ., მუსიკოსი მუსიკისადმია მიდრეკილი იმიტომ, რომ ის მუსიკის ნიჭითაა დაჯილდოებული. ამ აზრით მ. დისპოზიციურ- ქრონიკულ მოვლენად იაზრება და ამდენად პროფესიის შერჩევის სიმპტომად შეიძლება მივიჩნიოთ. მეორე მხრივ, განსაკუთრებით ყოველდღიურ სიტყვახმარებაში, მ-ში გულისხმობენ არა შინაგანად განსაზღვრულ დისპოზიციურ მიმართულებას, არამედ შეძენილ და ჩვევად ქცეულ რაიმე თვისებას, მაგ., მ. ალკოჰოლისადმი, აზარტული თამაშისადმი, მოგზაურობისადმი და სხვა.