A E

მა მგ მე მთ მი მნ მო მრ მს მუ მც მხ
მიბ მიდ მიზ მით მიკ მიმ მინ მის მიუ

მიზანი

ფს-გიაში იმ სასურველი შედეგის წარმოდგენა, რ-იც შესაფერისი ქცევის განხორციელებას უნდა მოჰყვეს. მ. ჩვენი ქცევის შედეგის ანტიციპირებული წარმოდგენაა. იგი გულისხმობს, გარდა სასურველი შედეგის წარმოდგენისა, აგრეთვე, საკუთრივ იმ საშუალებების წარმოდგენასაც, რ-ებითაც ეს ქცევა უნდა განხორციელდეს. მიზნები, რ-ებიც სუბ-ს უჩნდება, მომდინარეობს მისი მოთხოვნილებიდან, მიზიდულობიდან, ინტერესიდან. ამდენად მიზნის დასახვა ინდივიდუალურადაა განსაზღვრული.

ქცევას, რ-იც შესაძლებლად ხდის წინასწარ წარმოდგენილი შედეგის განხორციელებას, მიზანშეწონილი ქცევა ეწოდება.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-978994148269.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9