A E

მა მგ მე მთ მი მნ მო მრ მს
მიბ მიდ მიზ მით მიკ მიმ მინ მის მიუ

მიზნის ჰეტეროგონიის კანონი

ერთ-ერთი კანონი „ფსიქიკური განვითარების" იმ სამი კანონიდან, რ-იც ვ. ვუნდტმა წამოაყენა. ეს კანონებია:

1. სულიერი, ზრდის კანონი.

2 ერთი წინააღმდეგობიდან მეორეში გადასვლის კანონი.

3 . მიზნის ჰეტეროგონიის კანონი.

ვუნდტის აზრით, ფს-კურ ელემენტთა ურთიერთდამოკიდებულების და ურთიერთზეგავლენის შედეგად, გარკვეული „შემოქმედებითი სინთეზის" საფუძველზე, წარმოიშობა ახალი ფს-კური შინაარსი, რ-იც უკავშირდება და უკუზეგავლენას ახდენს იმ ელემენტებზე, რ-თა ურთიერთობის პროცესში თვითონის წარმოიშვა, ფს-კური შინაარსის წარმოქმნას იწვევს და ასე თანდათანობით იცვლება და ვითარდება ფს-კურ ელემენტთა ურთიერთდამოკიდებულებით წარმოქმნილი ფს-კური პროდუქტი. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა, როცა ფს-კურ ელემენტთა ურთიერთობის პროცესში წარმოიშობა მიზნის წარმოდგენა და ერთი მიზანი იწვევს სხვა მიზანს.ამის საილუსტრაციოდ შეიძლება მოვიტანოთ შემდეგი ქართული ანდაზა: „კვიცსაც გავხედნიო და მამიდასაც ვნახავო“. მთავარი მიზანი კვიცის გახედნაა, მაგრამ ეს მიზანი წარმოშობს მეორე მიზანს” მამიდის ნახვის მიზანს, რ-საც კვიცის გახედნასთან არავითარი კავშირი არა აქვს და, შეიძლება ითქვას, მასთან ჰეტეროგენურ დამოკიდებულებაშიც კი დგას. ერთი სიტყვით, ვუნდტის აზრით, „მიზნის ჰეტეროგონიის პრინციპს" ადგილი აქვს მაშინ, როდესაც ერთი და იგივე მოქმედება, ძირითადი მიზნის გარდა კიდევ სხვა მიზანს წარმოშობს და მასაც ემსახურება.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-978994148269.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9