პირისახის მოძრაობათა ერთობლიობა, რიც გამოსახავს ად-ნის შინაგან, სულიერ–მოციურ მდგომარეობას. მაგ., სიხარულის ემოციის შემთხვევაში: ღიმილი, სიცილი, თვალების ციმციმი, გაბრწყინებული სახე; უსიამოვნო ემოციის დროს: ტირილი –ცრემლთა დენა, დაღვრემილი სახე. მრისხანებისას: გაფითრება ან გაწითლება, თვალების გადმოკარკვლა, ტუჩების მოკუმვა, შუბლის კუნთების დაძაბვა. შიშის დროს: გაფითრება, სახის კუნთების მოდუნება დაფეთებული თვალები და სხვა. განსხვავდება პანტომიმიკისაგან, რ-იც წარმოადგენს მთელი სხეულის მოძრაობათა ერთობლიობას, და ფიზიოგნომიკისაგან.