ანტიმეცნიერული მოძღვრება, რ-იც უარყოფს ობიექტურ რეალობას და ცხოვრების მიზნად მიიჩნევს ინდივიდის შერწყმას ღვთაებასთან, მსოფლიო სულთან ანუ იმასთან, რაც საგნებისა და მოვლენების უშუალო საფუძველს წარმოადგენს. მ-ური აზროვნება ცდილობს მიწვდეს ზეგრძნობიერს, ღვთაებრივს არა გრძნობებს ან ინტელექტის საშუალებით, არამედ თავისებური შინაგანი ხედვით. მ-კის გარეგამოსახვის ფორმებად ითვლება ექსტაზი და ინსტაზი. მ-ისთვის დამახასიათებელია გარკვეული საიდუმლო რიტუალების, წესების შესრულება, რაც ყოველგვარი რელიგიის თანმხლებია. ამ თვალსაზრისით შეიძლება ვილაპარაკოთ, როგორც ბუდისტური ან ისლამური, ისე ქრისტიანული მ-ის შესახებ. გადატ. ყოველ გაუგებარს, ბუნდოვანს, გაურკვეველს, რაც თითქოს გონების საშუალებით არ მიიწვდომება, ჩვეულებრივ სიტყვახმარებაში აღნიშნავენ სიტყვა „მისტიკით“.