A E

მა მგ მე მთ მი მნ მო მრ მს
მნე

მნემე

Gk. mnēme მეხსიერება

ორგანული მატერიის საერთო თვისება /ე. ჰერინგი: ერთხელ მომხდარი მოვლენის შემონახვა, აწმყოში მისი გადმოტანა და გამეორება. ორგანული სამყაროს ამ ზოგად თვისებას რ. ზემონმა მნემე უწოდა; ორგანიზმის სიცოცხლის ერთ უწყვეტ მთლიანობად ჩამოყალიბება, რ. ზემონის აზრით, ამ ზოგად მნემური მოქმედების საფუძველზე ხდება.

მ-ს განვითარებული ფს-კური ფორმა ად-ის მეხსიერებაა. საკუთრივ მ. გაღიზიანების შედეგად ც. ნ. ს-ში მომხდარი ცვლილებებით განისაზღვრება. ყოველი გაღიზიანება სათანადო ცვლილებებს იწვევს ც. ნ. ს-ში, რ-ის შედეგად რჩება ფიზიოლ. კვალი ენგრამი / რ. ზემონი/, ენგრამის არსებობის ხანგრძლივობა სხვადასხვაა, ზოგი ენგრამი შეიძლება ორგანიზმს მთელ სიცოცხლეში გაჰყვეს, ზოგი კიდევ დროთა ვითარებაში ქრება, ისპობა, ზემონის მიხედვით, ენგრამთა ერთობლიობა მ-ს წარმოადგენს.

მ. სუბ-ის განცდაში არ აისახება, ის ცნობიერების ფაქტი არაა: მისი არსებობის შესახებ სუბ-მა არაფერი იცის. მ. თავისი წმინდა სახით მხოლოდ დაბალი ორგანიზმისათვის არის დამახ. როცა ც. ნ. ს-ში პირვანდელი გაღიზიანებით აღბეჭდილი ბიოლოგიურ-ფიზიოლა კვალის /ენგრამის/ კვლავ აგზნება ხდება, ის თავდაპირველი აგზნების შესატყვის შინაარსს აღადგენს, განაახლებს. რ. ზემონმა ამ მოვლენას ეკფორია უწოდა. /იხ. ეკფორია/.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-978994148269.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9