A E

მა მგ მე მთ მი მნ მო მრ მს მუ მც მხ
მნე

მნემოტექნიკა, მნემონიკა

ფს-გიაში, მოძღვრება იმ ტექნიკური ხერხების შესახებ, რ-თა გამოყენება დახსომების და მეხსიერების საერთო გაუმჯობესებას იწვევს. მდგომარეობს მეხსიერების სპეციალურ გავარჯიშებაში გარკვეული მეთოდით. სავარჯიშო მასალა შეიძლება იყოს უაზრო, მაგ., ციფრები, უაზრო სიტყვები, მარცვლები, ან –აზრიანი, მაგ., ლექსები, ტექსტი და სხვა. იგულისხმება, რომ სპეციალურ მასალაზე ვარჯიში აუმჯობესებს, ავითარებს ზოგად მეხსიერებასაც, ხდება მისი თანაგავარჯიშება. მ-ის ფს-გიურ-მეცნიერულ დამუშავებაში დიდი წვლილი ე. მოიმანს მიუძღვის./1862 – 1915 /.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-978994148269.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9