A E

მა მგ მე მთ მი მნ მო მრ მს მუ მც მხ
მობ მოდ მოთ მოლ მომ მონ მორ მოს მოტ მოქ მოძ მოხ

მობეზრება ანუ მოყირჭება

თავისებური უსიამოვნო გრძნობა, ემოცია, რ-იც ად–ნს უჩნდება გარკვეული მოქმედების მრავალჯერ გამეორების შედეგად: მაგ., როდესაც სუბ. რაიმე მოქმედებას მრავალჯერ ასრულებს ან კიდევ ერთსა და იმავე გამღიზიანებელს – მხედველობითს, სმენითს და სხვ., მრავალჯერ აღიქვამს. მ-ის გრძნობა ექსპერ-ულად იკვლიეს კ. ლევინმა, ა. კარსტენმა, დ. კაცმა ცპ-ს ავალებდნენ ქაღალდზე მონოტონურად გაევლოთ პატარა ხაზები, გარკვეული დროის შემდეგ მოქმედება ირღვეოდა, ხაზვა უარესდებოდა დ. ცპ-ები უარს ამბობდნენ მოქმედების გაგრძელებაზე. ასეთ ფს-კურ მდგომარეობას, როდესაც მოქმედების გაგრძელება სუბ-ისათვის აუტანელი ხდება, მოქმედების მობეზრება ანუ მოყირჭება ეწოდება. ექსპერ-ულად დადასტურებულია, რომ მ-ის ანუ მ-ის ფენომენი ცხოველებთანაც შეიმჩნევა, მაგ., დგება დრო, როდესაც ერთსა და იმავე საჭმელს ცხოველი უკვე აღარ ჭამს, მაგრამ თუ საჭმელს შევუცვლით, ის ამ ახალი საჭმლის ჭამას განაგრძობს. მ-ის მდგომარეობის დაძლევას ად-ნი ახერხებს ნებისყოფის საშუალებით, თუ მოქმედება, რაც ის ასრულებს მისთვის მაღალი ღირებულებისაა. მაგ., პიანისტი ერთსა და იმავე გამას საათობით განუწყვეტლივ იმეორებს. ამას იგი იმის შეგნებით ახერხებს, რომ მისი პროფესიული სრულყოფისათვის ეს აუცილებელ პირობას წარმოადგენს.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-978994148269.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9