| | |
ბიოლოგ. ორგანიზმის მიერ პირადი ცხოვრების გზაზე გარკვეული ფაქტორების ზეგავლენით შეძენილი თავისებურება. ორგანიზმში მომხდარი ეს ცვლილება მის გენებს, მის ძირითად თვისებებს არ ეხება – გარეგნულია, ე. ი. მემკეიდრეობით არ გადადის. თუკი ორგანიზმს იმ პირობებისაგან გავათავისუფლებთ, რ-იც მის მ-ას იწვევენ, მაშინ მ. გაქრება და ორგანიზმი თავის პირველ, ბუნებრივ სახეს დაუბრუნდება.
საზ მნიშვ: ყოველი არსებულის /მოვლენის, საგნის/ ისეთი შეცვლა, რ-იც მოვლენის არსს, მის შინაგან ბუნებას არ ცვლის.
დ. უზნაძის განწყობის თეორიაში სიტყვა „მოდიფიკაცია“ სუბ-ში მომხდარი „შინაგანი ცვლილების“ აზრითაა ნახმარი. ამ თეორიის მიხედვით: რაიმე მოთხოვნილების მქონე სუბ. მოთხოვნილების დაკმაყოფილების სიტუაციასთან ურთიერთობის პროცესში ამ სიტუაციის შესატყვისად იცვლება. „ მოდიფიცირდება“, განეწყობა, ამის შემდეგ მისი „მომავალი მოქმედება მოცემულ სიტუაციასთან შესატყვისად მოდიფიცირებული, შეცვლილი არსების მოქმედებას წარმოადგენს. მაშასადამე, როგორ იმოქმედებს მოცემულ სიტუაციაში ესა თუ ის ცოცხალი არსება" /დ. უზნაძე/, თუ რას და როგორ გააკეთებს, უკვე სუბ- ში ეს წინასწარ მომხდარი ცვლილება, მ. განსაზღვრავს.
| | Top 10 • Feedback • Login | |
| © 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |