A E

მა მგ მე მთ მი მნ მო მრ მს
მობ მოდ მოთ მოლ მომ მონ მორ მოს მოტ მოქ მოძ მოხ

მოთხოვნილება

ორგანიზმის მდგომარეობის განცდას, შინაგანის ან გარეგანის დანაკლისის შევსების საჭიროებით გამოწვეულს მ. ეწოდება. თავის დაკმაყოფილებისკენ მიმართული მ. ერთგვარი დაძაბულობის სახით განიცდება, რაც მას გარკვეულ ემოციურ ტონს ანიჭებს. მ., რ-რც ორგანიზმის დაძაბულობის განცდა „განტვირთვისკენ ისწრაფვის და თავისი დაკმაყოფილებისთვის გულისხმობს საგანს, რ-აც გარკვეული „გამოწვევითი ხასიათი“ ან ძალა აქვს /კ. ლევინი/.

ად-ნს, გარემოსთან დამოკიდებულებაში, მრავალი მ. უჩნდება; ამ მხრივ განასხვავებენ მ-ს დაბალს, რ-იც გარდა ად-ნისა ცხოველისათვისაც არის დამახ. და მაღალს, რ-იც სპეციფიკურია მხოლოდ ად-ნისთვის.

დაბალი მოთხოვნილებებია ბიოლოგიური ანუ ვიტალური /ჭამა–სმა, სითბო, სქესი/, მაღალია – ინტელექტუალურ - შემეცნებითი /ცნობისმოყვარეობა, ესთეტიკური, მორალურ– ეთიკური, რელიგიური და სხვა/. მაღალი და დაბალი მ-ების გარდა დ.უზნაძეს მ-ბთა კლასიფიკაციაში შემოაქვს ფუნქციობის მ-ის ცნება. /იხ. ფუნქციობის ტენდენცია/, რ-იც, თუმცა არსებითად ად-ნისათვისაა დამახ., მაგრამ იგი გარკვეული ქცევის სახით ზოგ ცხოველებშიც ნათლად შეიმჩნევა /მაგ., თამაშის სახით მაიმუნებ- ში, კატებში, ძაღლებში და სხვა/.

ფს-გიაში ცნობილია აგრეთვე, მოთხოვნილებიდან განსხვავებით კუაზიმოთხოვნილების /ვითომდა მოთხოვნილების/ ცნება, რ-იც წარმოიშობა არა აქტუალური მ-ის საფუძველზე, არამედ თავის მოქმედების იმპულსს სუბ-ის გადაწყვეტილების აქტიდან იძენს /იხ. კვაზიმოთხოვნილება/.

ყოველი მ. ცოცხალი არსების მოქმედების წყაროა, აქტივობის ბიძგია. /იხ. განწყობის თეორია, აქედან: განწყობის წარმოშობის პირობები თვითონ აქტიურობა ანუ ქცევა მ-ის დაკმაყოფილების საშუალებაა და სუბ-ის დარღვეული წონასწორობის აღდგენის აუცილებელი პირობაა ამ აზრით მ. დ. უზნაძემ განწყობის პირობად და საფუძვლად აღიარა.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9