A E

მა მგ მე მთ მი მნ მო მრ მს
მობ მოდ მოთ მოლ მომ მონ მორ მოს მოტ მოქ მოძ მოხ

მოლარული ქცევა, მოლეკულარული ქცევა

ტერმინები: „მოლარული“, „მოლეკულარული“ წარმოიშვა ქიმიის ცნებებიდან „მოლ“ და „მოლეკულ –იდან. ფს-გიაში შემოიტანეს ამერიკული ბიჰევიორიზმის წარმომადგენლებმა, ორი სახის ქცევის ურთიერთისაგან გარჩევის მიზნით.

მოლარული ეწოდება ისეთ რთულ ქცევას, რ-იც გარკვეული მიზნისკენაა მიმართული, ად-ნთან მას გონება განსაზღვრავს, თავისი ბუნებით რთულია და მრავალი ცალკე მოქმედებისაგან შედგება; მოლეკულარული ქცევა კი მარტივია, არ არის კოგნიტიურად განსაზღვრული და არც მიზნობრივადაა მიმართული, ის შეიძლება შედიოდეს სხვა სახის მოლარულ ქცევაში, რ-რც მისი ერთ-ერთი ელემენტი. მაგ., მოლარულია ცხოველის ნადირობა, რ-იც ცალკე მოქმედებათა ჯაჭვისაგან შედგება, ხოლო მოლეკულარულია ის მარტივი მოძრაობები, რ-ებიც ამ ქცევაში შედის, მაგ., კუნთების შეკუმშვა, გაშლა და სხვა ცალკეულ მოძრაობათა რეაქციები. მოლარული ქცევა მრავალი მოლეკულარული ქცევისაგან შედგება. /იხ. ქცევის ფორმები/.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9