A E

მა მგ მე მთ მი მნ მო მრ მს მუ მც მხ
მობ მოდ მოთ მოლ მომ მონ მორ მოს მოტ მოქ მოძ მოხ

მოლოდინი

ემოციური მდგომარეობა, განცდა, მიმართულია მომავლისაკენ. გულისხმობს გარკვეულ მოვლენას, რ-იც უნდა მოხდეს, ამიტომ მ. ყოველთვის მომავლის წარმოდგენაა და, იმის მიხედვით, ხორციელდება თუ არა იგი, სუბ. სიამოვნებას ან უსიამოვნებას განიცდის. მ. - მჭიდრო კავშირშია სხვა განცდებთან, მაგ., იმედთან, რ-იც გულისხმობს, რომ სასურველი მოსალოდნელი მოხდება. თუ იმედი გამართლდა, თავს იჩენს სიამოვნების განცდა. თუ ეს სასურველი მოსალოდნელი მოვლენა არ მოხდა, მაშინ მ. გადადის უიმედობის, გულგატეხილობის, სასოწარკვეთილების განცდაში. თუ მოსალოდნელი საგანი სუბ-ისათვის არასასურველია, მაშინ სუბ-ს უჩნდება ერთგვარი შიშის განცდა: „ვაითუ არა სასურველი მოვლენა მოხდეს“. ამრიგად, მ-ის მდგომარეობის თანმხლები განცდებია: იმედი, კმაყოფილება, სიამოვნება, გულგატეხილობა, სასოწარკვეთილება, შიში და სხვა. როდესაც მ. ხანგრძლივდება და სასურველი მოსალოდნელი მოვლენა არ ხდება, სუბ–ს უჩნდება მოუსვენრობის გრძნობა და კარგავს მოთმინებას. მ. გავლენას ახდენს სხვა ფს-კურ პროცესებზეც, მაგ., მის პირობებში ობიექტურად ერთი და იმავე დროის მონაკვეთი უფრო ხანგრძლივად გვეჩვენება, ვიდრე მაშინ, როცა მას მ-ის გარეშე ვაფასებთ. /იხ. დროის აღქმა/. ზოგი ფს-გის აზრით / გ. მიულერი, ფ. შუმანი და სხვა/, მ. რ-რც სუბ-ის მიმართულობა მოსალოდნელი საგნის აღქმისაკენ, იგივეა, რაც განწყობა, მაგრამ ექსპერ–ულად მტკიცდება, რომ განწყობა მხოლოდ საფუძველია, რ-იც მ-ს აჩენს, მაგრამ თვითონ მ-ს არ წარმოადგენს, . ეს კარგად მტკიცდება დ. უზნაძის ცდებით, „პოსტჰიპნოზური შთაგონების“ შესახებ /იხ. გაცრუებული მოლოდინის თეორია/.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9